
პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომაში ქართული გუნდის ნადავლი ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. ამას გარდა არის ორი ლიცენზიაც ევროპულ თამაშებზეც, რომელიც ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა უფროსებს შორის ანანო აფაქიძემ და მარიამ რაგიმოვმა, მოიპოვეს. თამაშებზე მოსახვედრად, რომელი 2027 წელს სტამბოლში გაიმართება, საჭირო იყო ფინალში გასვლა. ამის გაკეთება კი, ქართველმა სპორტსმენებმა 47,520 ქულით მოახერხეს.
ჩემპიონატი სამ ასაკობრივ კატეგორიაში 21-წლამდე, იუნიორები და სენიორებში გაიმართა, აქვე გთავაზობთ, ჩვენი სპორტსმენების მიერ დაფიქსირებულ ყველა შედეგს:
21-წლამდე / ინდივიდუალური ქალები - მაია ბოჭორიძე 49.460 ქულა - VI ადგილი
21-წლამდე / შერეული სინქრონი - საქართველო (მაია ბოჭორიძე, ცოტნე ჩხაიძე), 47.900 ქულა - I ადგილი
იუნიორები / ინდივიდუალური ქალები:
ნინო ქორიძე 53.050 ქულა III ადგილი
მარიამ გაბრიაძე 52.150 ქულა VI ადგილი
იუნიორები / ინდივიდუალური ბიჭები - ლუკა ლომთაძე 54.450 ქულა, VI ადგილი
იუნიორები / გოგოების გუნდური - ელენე კირთაძემ, მარიამ გაბრიაძემ და ნინო ქორიძემ 24 ქულა, II ადგილი
სენიორები / ინდივიდუალური ქალები - მარიამ რაგიმოვი 27.010, VI ადგილი
სენიორები / ქალების სინქრონი - საქართველო (ანანო აფაქიძე, მარიამ რაგიმოვი), 33.100, V ადგილი.
ყველა შედეგი იხილეთ ბმულზე.





ჩვენ








