
დღეს სან მარინოში, აკვავივაში, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში, მეორე რაუნდის B ლიგის მეორე შეხვედრა გამართა და კვლავ გაიმარჯვა. ამჯერად, ანდორას წინააღმდეგ, რომელმაც ჯგუფის პირველ შეხვედრაში მშრალი ფრე ითამაშა უელსთან, რომელიც რამდენჯერმე ძლიერი იყო მოწინააღმდეგეზე, ისე, სხვათა შორის, როგორც დღევანდელ ჯგუფის მეორე შეხვედრაში მასპინძელ სან მარინოსთან. აქვე გეტყვით, რომ დიდი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, უელსმა დღეს ტურნირის მასპინძელ სან მარინოსთან წააგო, 0-1. თუმცა, გარემოება რომ უელსს, ორი თამაშის შემდეგ გოლი არ აქვს გატანილი, ჯგუფის ბოლო შეხვედრაში სანდრო კობახიძის გაწვრთნილ საქართველოს 17-წლამდე ნაკრებს, დამშვიდების საბაბს არ აძლევს. ამასთან, აღნიშნულ შესარჩევ ციკლში, ჩვენი 17-წლამდე ნაკრების თამაშს პირდაპირი გავლენა აქვს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების სარეიტინგო მდგომარეობაზე და მომავალ წილისყრაზე. ასე რომ ჩიტი ბდღვნად ღირს.
დღევანდელი ტურის შემდეგ კი, B3 ჯგუფში, საქართველოს ნაკრებს ორი თამაშიდან აღებული 6 ქულა აქვთ და ჯგუფს ლიდერობენ. მიუხედავად იმისა, რომ ანდორასთან დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მთელი შეხვედრა დომინირებდა, მაგალითად ბურთს ფლობდა და პირველი ტაიმის შემდეგ, მეტოქისგან განსხვავებით, რომელსაც საქართველოს კარის მიმართულებით ორჯერ ჰქონდა დარტყმული (ჩვენ რვაჯერ), ქართველთა გუნდზე ორჯერ კარის ჩარჩოში დარტყმული მოდის, საიდანაც ერთი, 42-ე წუთზე სანდრო კუნჭულიას გოლით დასრულდა. სხვათა შორის, მე-8 წუთზე, სწორედ კუნჭულიას დარტყმული მოიგერია მეკარე - კარის ჩარჩოში წასული დარტყმების თემა რომ ამოვწუროთ. პირველი ტაიმი 1-0 მოვიგეთ.
აქვე გეტყვით, რომ პირველი მატჩისგან განსხვავებით, დღეს, მცირე ცვლილებები ჰქონდა სანდრო კობახიძეს სასტარტო შემადგენლობაში, ალიკა გეთიაშვილისა და ნიკოლოზ ხატოიანის ნაცვლად, დღეს ძირითადი შემადგენლობიდან თამაში ნიკოლოზ ფოცხვერიამ და გიორგი ჯამარაულმა დაიწყეს. მათ გარდა დღეს სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს მათე ჭელიძემ, ლუკა შარიქაძემ, საბა კილაძემ, ანდრია ლოლუამ, გიორგი გერგედავამ, ალექსანდრე კუნჭულიამ, საბა ავდოევმა, რეზი გაზდელიანმა, სანდრო მიქაუტაძემ. შესაბამისად, კობახიძეს მოედანზე ჰყავდა სამივე ფეხბურთელი, რომლებმაც პირველ თამაშში გოლი გაიტანა.
სხვათა შორის, მეორე ტაიმში, ცვლილებაზე შემოსულ ხატოიანს ანგარიშის გაზრდის კარგიდა თან ორი შანსი ჰქონდა. თუმცა, მოწინააღმდეგის მეკარემ იმარჯვა. მეორე ტაიმის ძირითადი დროის ბოლო 5 წუთში, საქმეში ორჯერ ჩაერთო მათე ჭელიძეც - ანდორელებმა 85-ე წუთიდან დაახლოებით 3-4 წუთი ძალიან შემოგვიტიეს. თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ასეთი კი, 3 წუთი იყო, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა სიმშვიდე შეინარჩუნა და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა, 1-0 (მატჩის ტექნიკური ჩანაწერი).
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდი ჯგუფში 6 ქულით ლიდერობს, 16 აპრილის შეხვედრა, რომელიც თბილისის დროით კვლავ 13:00 საათზე დაიწყება, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი - უბრალოდ პრესტიჟულია ჯგუფის მოგება ქულების მაქსიმუმით, მეორე - ეს მნიშვნელოვანია სარეიტინგო თვალსაზრისით, მესამე - სტიმულია სხვა ასაკობრივი ნაკრებებისთვის.





ჩვენ








