კვირის ბოლოს საქართველოში ახალი ასაკობრივი ტურნირი იწყება
კვირის ბოლოს საქართველოში ახალი ასაკობრივი ტურნირი იწყება
12.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, 18 აპრილიდან ახალი ტურნირი აიღებს დასაბამს. საქართველოს 19-წლამდეთა თასი, ქვეყანაში ტრადიციული ასაკობრივი ჩემპიონატების ოქროსა და ვერცხლის ლიგების პარალელურად ჩატარდება და საქართველოს თასის ანალოგიური იქნება.


თავდაპირველად ასპარეზობას, რომელშიც ოქროსა და ვერცხლის ლიგაშია მოასპარეზე გუნდები მიიღებენ, ვერცხლის ლიგის გუნდები დაიწყებენ. ასეთი კი, 14 კლუბია („სპაერი", „პლატო", „რუსთავი", „მერანი" მარტვილი, „სამგურალი", „თელავი", „სამტრედია", „ოდიში 1919", „გარეჯი", „შტურმი", „სიონი", „მეშახტე", „არაგვი", „გორი"), რომელსაც 2026 წლის სეზონში ოქროს ლიგაში გადასული 2 გუნდიც („გაგრა", „ინტერი") დაემატება.


აღნიშნული გუნდები 1/16 ფინალის მატჩებს, რომელთა წილისყრაც 7 აპრილს გაიმართა 18 და 19 აპრილს ითამაშებენ:


18 აპრილი

„გორი" - „ოდიში"

„მეშახტე" - „გაგრა"

„არაგვი" - „თელავი"

 

19 აპრილი

„სიონი" - „რუსთავი"

„სამტრედია" - „სამგურალი"

„შტურმი" - „გარეჯი"

„მერანი" მარტვილი - „ინტერი"

„სპაერი" - „პლატო"


გათამაშების მეორე  ეტაპიდან, 1/8 ფინალებიდან კი, გათამაშებაში პირველ ეტაპზე გამარჯვებულ გუნდებს 19-წლამდე ოქროს ლიგის მონაწილე 8 გუნდი დაემატება - „იბერია 1999", „დინამო" ბათუმი, „ვიტ ჯორჯია", „დილა", „კოლხეთი 1913", „ტორპედო", „ლოკომოტივი" და „დინამო თბილისი".


აქვე გეტყვით, რომ 19-წლამდე ოქროს ლიგას „დინამო თბილისი" ლიდერობს, რაც შეეხება ვერცხლის ლიგას, აქ ცხრილის სათავეში „სპაერია".



ფოტო: TSFF.Ge-ს აქრივიდან