დღეს სამმა ქართველმა - ბუდუმ, ზურკომ და ლუკამ გაიტანეს
დღეს სამმა ქართველმა - ბუდუმ, ზურკომ და ლუკამ გაიტანეს
12.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართული ლეგიონისთვის  11 აპრილი მეტ-ნაკლებად წარმატებული გამოდგა. თუმცა, რაც დღეს მოხდა მთავარი ისაა, რომ ჩვენი ლეგიონიდან სამმა, ბუდი ზივზივაძე, ზურიკო დავითაშვილმა და ლუკა ხორხელმა გოლები გაიტანეს.


ბუდუმ დღეს გაიტანა. გერმანიის ბუნდესლიგაში დღეს, „ჰაიდენჰაიმმა" „უნიონ ბერლინს" უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა. მასპინძლებმა ანგარიში მე-9 წუთზე მატიას ჰონსაკის გოლით გახსნეს, მანვე, 36-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. რაც შეეხება ქართველს, ბუდუ ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მინდორზე, მხოლოდ, 69-ე წუთზე გამოვიდა და 10 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ გოლი გაეტანა. თუმცა, მანამდე „უნიონ ბერლინმა" ერთი ბურთით შეამცირა, ასე რომ ქართველის გოლი, გუნდის საბოლოო გამარჯვებისთვის ჰაერივით საჭირო იყო. სხვათა შორის ბუდუმ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კიდევ გაიტანა, თუმცა, VAR-მა ქართველს თამაშგარე დაუფიქსირა და გოლი გაუუქმა. ქართველის გუნდს, ამ მოგების შემდეგ 19 ქულა გაუხდა და გადათამაშების ზონაში მყოფ „ზტ. პაულისთან" სხვაობა 6 ქულამდე შეუმჩირდა.


დავიწყოთ, გერმანიის მეორე ბუნდესლიგით, სადაც ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი" საშინაო შეხვედრაში 0-2 დამარცხდა „დრეზდენთან". ანგარიში მეორე ტაიმში მასპინძელთა ავტოგოლით გაიხსნა, თამაშის მიწურულს, 83-ე წუთზე ბენ ბობზიენი „ნიურნბერგს" მეორე გოლი გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 29 ტურის შემდეგ, „ნიურნბერგი" 37 ქულით მე-9 ადგილზეა.


ინგლისის პრემიერ ლიგა „ლივერპულიმა" მოიგო. საშინაო შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის გუნდმა „ფულემი" 2-0 დაამარცხა. იმას გარდა, რომ ქართველმა კარი მშრალად შეინახა, მაღალი შეფასებაც მიიღო. გოლები კი მისი გუნდიდან დღეს, პირველი ტაიმის მიწურულს, ჯერ ნგუმოჰამ (36'), მერე კი, სალაჰმა (40') გაიტანეს. არასრული 32 ტურის შემდეგ, „ლივერპულს" 52 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა.


კარგი თამაში ჰქონდა დღეს საბა გოგლიჩიძეს და საშუალო გიორგი ჩაკვეტაძის, ინგლისის ჩემპიონშიპის 42-ე ტურში.  ქართველების „უოტფორდი" გასვლით შეხვედრაში „ოქსფორდ იუნაიტედთან" 2-0 დამარცხდა. ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა, „ჩაკვე" 69-ე წუთზე შეცვალეს. 57 ქულით ამ ტურის შემდეგ, „უოტფორდი" მე-12 ადგილზეა.


საფრანგეთის ლიგა 2-ში გაიტანა ზურიკო დავითაშვილმა. ქართველის „სენტ ეტიენმა", საშინაო შეხვედრაში ანგარიშით 2-1 დაამარცხა  „დიუნკერკი" და 30 ტურის შემდეგ, 57 ქულით მე-2 ადგილზეა და  კვლავ ინარჩუნებს ლიგა 1-ში დაწინაურების შანსს.  ანგარიში ამ შეხვედრაში ქართველის გუნდელმა ლუკას სტასინმა 22-ე წუთზე გახსნა. თუმცა, რამდენიმე წუთში სტუმრებმა 11-მეტრიანი მოიპოვეს და შანსი ხელიდან არ გაუშვეს. ანგარიში გათანაბრდა. სამი ქულა კი, „სენტ ეტიენს" ზურიკო დავითაშვილის გოლმა მოუტანა, რომელიც ქართველმა 66-ე წუთზე გაიტანა. მატჩის შემდეგ ზურიკო ორივე გუნდში საუკეთესოდ დასახელდა.


პორტუგალიის ლიგაში, 29-ე ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა" გასვლით შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 0-1 დაამარცხა „ესტრელა". ქართველი განაცხადში იყო, თუმცა, ის სათამაშოდ არ შესულა. ამ მომენტისთვის „სპორტინგს" 28 მატჩი აქვს ჩატარებული და 71 ქულით მე-2 ადგილზეა.  


სლოვაკეთის ნაიკის ლიგაში, ერთბაშად ქართველი ლეგიონერებით დაკომპლექტებული გუნდი ჩემპიონშიპის ჯგუფში მედლებისთვის იბრძვის. ლუკა სილაგაძის „პოდბრეზოვა" საშინაო შეხვედრაში 1-5 განადგურდა სანდრო ნარიმანიძის „ჟილინასთან". ორივე გუნდის ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო. თუმცა, სილაგაძე 57-ე წუთზე შეცვალეს. ამ ტურის შემდეგ, მედლებისთვის მებრძოლ ექვს გუნდიან ჯგუფში „პოდბრეზოვა" ბოლო ადგილზეა. რაც შეეხება „ჟილინას", 49 ქულით, მე-2 ადგილზეა. თუმცა, მესამე ადგილზე მყოფ „დუნაისკა სტრედას" ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. გათამაშებას კი, 56 ქულით, გურამ კაშიას „სლოვანი" ლიდერობს, რომელმაც დღეს, „ტრნავასთან" ფრედ 2-2 ითამაშა. თავიდანვე ვთქვათ, რომ კაშია განაცხადში იყო, თუმცა სათამაშოდ არ გამოსულა. აი, „ტრნავას" განაცხადში მყოფი ორი ქართველიდან (გიორგი მოისწრაფიშვილი და ლუკა ხორხელი), სათამაშოდ, 73-ე წუთზე ლუკა ხორხელი გამოვიდა და 82-ე წუთზე მის მიერ გატანილი გოლი წყალობით, სტუმრები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, თუმცა, საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ დასრულდა.


აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის 27-ე ტურში დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის „ზირამ" გასვლითი შეხვედრა „საბაჰთან" ფრედ, 2-2 ითამაშა. ქართველთაგან დღეს მხოლოდ ვოლკოვმა ითამაშა, თუმცა, განაცხადში „პაპუნაც" იყო. ამ ტურის შემდეგ, „ზირას" 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში, მე-4 ადგილზეა.


12 აპრილი

16:30  / ავსტრიის ბუნდესლიგა / „შტურმი" - „ჰარტბერგი"

16:30 / ნიდერლანდების ერედივიზიონი / „ზვოლე" - „ექსელსიორი"

19:30 / გერმანიის ბუნდესლიგა / „შტუტგარტი" - „ჰამბურგი"

23:30 / პორტუგალიის ლიგა / „ეშტორილი" - „პორტუ"


13 აპრილი

14:00 / უკრაინის პრემიერ ლიგა / „ლნზ ჩერქასი" - „შახტარი"

18:00 / ხორვატიის HNL / „რიეკა" - „ოსიეკი"

18:30 / შვეიცარიის სუპერ ლიგა / „სიონი" - „ლოზანა"

18:30 / ლატვიის ვირსლიგაში  / „ტუკუმსი 2000 - რფს

20:00 / სლოვაკეთის ნაიკის ლიგა - ჩემპიონშიპის ჯგუფი / „დუნაისკა სტრედა" - „მიხალოვცე"

22:30 / რუმინეთის სუპერლიგა - ჩემპიონშიპის ჯგუფი / „კლუჟი" - „უნივერსიტატია" კრაიოვა