სანდრო კობახიძის 17-წლამდება საკვალიფიკაციო ტურნირი მოგებით დაიწყეს
სანდრო კობახიძის 17-წლამდება საკვალიფიკაციო ტურნირი მოგებით დაიწყეს
10.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 17 -წლამდე ნაკრებმა უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ლიგის მე-3 ჯგუფში ასპარეზობას გამარჯვებით იწყებს. სანდრო კობახიძის გუნდი დღეიდან, 10 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით სამ შეხვედრას გამართავს, აქვე გეტყვით, რომ ყველა თამაში ჩვენი ნაკრებისთვის ერთსა და იმავე დროს 13:00 დაიწყება და დღევანდელის მსგავსად, ტექსტური „ცოცხალის" თვალის დევნება უეფა-ს ოფიციალური გვერდიდან შეგეძლებათ. დღევანდელი მეტოქის, მინი-ტურნირის მასპინძელი სან მარინოს გარდა, რომელიც 1-4 დავამარცხეთ, სანდრო კობახიძის გაწვრთნილი გუნდი კიდევ ორ ნაკრებს, ანდორასა და უელსს დაუპირისპირდება.


აქვე გეტყვით, რომ სან მარინოში მიღწეული შედეგი გავლენას იქონიებს მომავალი შესარჩევისას 19-წლამდე ნაკრების რეიტინგზე. ასე, რომ უეფა-ს ფორმატის სახეცვლილებამ ასაკობრივ ტურნირებს ახალი დატვირთვა შესძინა.


რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ის, 21-ე წუთზე ტურნირის მასპინძელთა ავტოგოლითა და საქართველოს 17-წლამდეთა უპირატესობით წარიმართა. პირველი მომენტი ჩვენებმა მე-18 წუთზე შექმნეს, როდესაც სანდრო მიქაუტაძე ურტყამდა, თუმცა, მეკარემ მოიგერია. ანგარიშიც სწორედ, ამ მომენტიდან მალევე გაიხსნა. 22-ე წუთზე ჩაერთო ჩვენი გუნდის კარის მცველი მათე ჭელიძე, რომელსაც პირველ ტაიმში დიდად საქმე არ ჰქონია. თუ, არ ჩავთვლით ტაიმისთვის დამატებულ დროში, მის კიდევ ერთ სეივს. 


ანალოგური სცენარით განვითარდა მატჩის მეორე ტაიმიც. ამჯერად ანგარიშის გაზრდის საშუალება ნიკა ხატოიანს ჰქონდა, თუმცა, სან მარინოელთა მეკარემ მოახერხა ბურთის აღება. ამ მომენტიდან მალევე, მასპინძლებმა გაათანაბრეს, თუმცა, კიდევ ორ წუთში, 61-ე წუთზე მიქაუტაძემ კვლავ დააწინაურა საქართველო. 67-ე წუთზე რეზო გაზდელიანმა საქართველოს ნაკრები უკვე ორი ბურთით დააწინაურა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ჯამარაულმა სან მარინოელთა კარი მეოთხედ აიღო და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ჩვენმა გუნდმა 1-4 (მატჩის ტექნიკური ჩანაწერი), მოიგო და ჯგუფში ლიდერობს, ვინაიდან, მეორე შეხვედრა, რომელშიც ანდორასა და უელსის ნაკრებები დაუპირსპირდნენ, შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა.


საქართველოს 17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიმდინარე ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობს - მეკარეები: მათე ჭელიძე („დინამო თბილისი"), საბა ცარციძე („კოლხეთი 1913", ფოთი); მცველები: ლუკა შარიქაძე („დინამო თბილისი"), ლევან კალაძე („სამტრედია"), საბა კილაძე  („იბერია 1999", თბილისი), ნიკოლოზ ფოცხვერია („დინამო თბილისი"), ალიკა გეთიაშვილი  („დინამო", ბათუმი), ანდრია ფოცხვერია („ინტერის აკადემია", თბილისი), ანზორ ცირამუა („დინამო თბილისი"); ნახევარმცველები: გიორგი გერგედავა („ტორპედო „ქუთაისი), საბა შარვაშიძე („დინამო თბილისი"), საბა ავდოევი („იბერია 1999", თბილისი), გიორგი ლაგვილავა („ტორპედო", ქუთაისი), გიორგი ჯამარაული („მეშახტე", ტყიბული), რეზი გაზდელიანი („სიონი", ბოლნისი), ანდრია ლოლუა („დინამო თბილისი"); თავდამსხმელები: არი დავიდ დემირი („ნიურნბერგი", გერმანია) სანდრო კუნჭულია („იბერია 1999", თბილისი), სანდრო მიქაუტაძე („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ ხატოიანი („ტორპედო" ქუთაისი).


სან მარინოში მიმდინარე ტურნირზე, საქართველოს ნაკრები კიდევ ორ მატჩს ჩაატარებს - 13 აპრილი  ანდორას, ხოლო 16 აპრილს უელსს დაუპირისპირდება.



სფფ-ის ფოტო