ქართველმა წყალბურთელებმა სლოვენიას 17 ბურთით მოიგეს
ქართველმა წყალბურთელებმა სლოვენიას 17 ბურთით მოიგეს
09.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მალტაში მიმდინარე2 026 წლის მსოფლიო თასის II დივიზიონის გათამაშებაში, დღეს საქართველოს ნაკრებმა სლოვენიას დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, ანგარიშიდან გამომდინარე ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე გაუმკლავდა. თავიდანვე ვიტყვით, რომ დღეს ოთხივე სპრინტი ქართველმა წყალბურთელებმა მოიგეს პირველი - გიორგი მესხმა, მეორე საბა მაჭავარიანმა, მესამე და მეოთხე ნიკა შუშიაშვილმა. ეს ისე, სტატისტიკისთვის.


რაც შეეხება შეხვედრას ის ვატო დადვანის ჰეთ-თრიქით გაიხსნა და რეალურად ქართულ გუნდს განწყობა შეუქმნა. ბესო ახვლედიანის გოლით კი, პირველი პერიოდის ოთხი წუთის შემდეგ, ჩვენი გუნდი უკვე 4-0-ს იგებდა. საბოლოოდ, ამ მონაკვეთში ქართველთა გუნდიდან საბა მაჭავარიამა და ხვიჩა ჯახაიამ გაიტანეს  დამატებით და მონაკვეთი 6-1 მოვიგეთ.  


გოლებს ათვლა მეორე პერიოდში კვლავ დადვანმა დაიწყო. რომელსა შუშიაშვილი, ჯახაია, ვასიჩი (2)  და ტყეშელაშვილი აჰყვნენ და ჩვენმა ნაკრებმა კვლავ მოიგო მონაკვეთი, ამჯერად 6-4, თუმცა, პირველ პერიოდში მიღებული უპირატესობა, ჩვენს გუნდს, ოდნავ ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდა. დიდ შესვენებაზე სხვაობა 7 გოლი იყო, ქართველთა გუნდის სასარგებლოდ, ტაბლოზე ანგარიში კი, 12-5 იყო.


სტაბილურად 6 გოლი გავიტანეთ მესამე პერიოდშიც - ანდრია ბითაძემ (2), ბესო ახვლედიანი (2), შუშიაშვილი, ჯახაია  დამსახურებით მონაკვეთი 6-1 მოვიგეთ, ბოლო მეოთხედის წინ კი, საქართველოს ნაკრები 18-6-ს უგებდა მეტოქეს.


რეალურად დღევანდელ თამაშში მხოლოდ მესამე პერიოდი იყო, სადაც დადვანს არ გაუტანია, რადგან ბოლო მონაკვეთშიც გოლების ათვლა სწორედ, ვატომ დაიწყო. ამ პერიოდში მას მხარი ახვლედიანმა, ჯახაიამ (3) და ბოლოს ლუკა ჩიქოვანმა აუბეს და ჩვენებმა დასკვნითი პერიოდით მოიგეს. თან კვლავ, სტაბილურად 6 გოლი გაიტანეს, საპასუხოდ კი, ერთი მიიღეს. საბოლოოდ, რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა 24-7 (6-1, 6-4, 6-1, 6-1) მოიგო და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, სადაც მხოლოდ ჩვენებზე არაა დამოკიდებული ბევრი რამ, ნაბიჯით წაიწია.


საქმე ისაა, რომ გათამაშების მომდევნო ეტაპზე დივიზიონის მოსაგებად, საერთო რეიტინგის 16 გუნდი გააგრძელებს ასპარეზობას. ამ მომენტში ცხრილში, რომელიც ცვალებადია (იხილეთ ბმული) და განახლებადი ჩვენი ნაკრები (თბილისის დროით 16:16 საათზე), მე-11 ადგილზეა. დღის დასრულებამდე კი, 6 მატჩია დარჩენილი საიდანაც ექვს გუნდს, შეუძლია საქართველოს მსგავსად სამი მოგება დააგროვოს, თუმცა, ამ ექვსიდან ორთან, საქართველომ ბრაზილია დაამარცხა, რაც შეეხება ქულების კოეფიციენტს, ჩვენები სხვებზე ბევრად კარგ მდგომარეობაში არიან. თუმცა, დაველოდოთ დღის დასასრულს და საბოლოო შედეგებს.


ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია