
დღეს ევროლიგაზე თორნიკე შენგელიას „ბარსელონა" ბერძნულ „პანათინაიკოსთან" 14 ქულით დამარცხდა. თუმცა, საშინაო კედლებში, კატალონიური კლუბი, განადგურებასთანაც ახლოს იყო. ქართველის გუნდი, მეოთხე მეოთხედის წინ 31 ქულით აგებდა. სხვათა შორის, ეს სხვაობა, ამ გუნდების დაპირისპირებების ისტორიაში, რეკორდულია. აღსანიშნავია, რომ „ბარსამ" მიმდინარე ევროლიგაზე მეშვიდე შეხვედრა წააგო საშინაო კედლებში.
ქართველთა კაპიტანმა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და პარკეტში 22:28 წუთი გაატარა, ამ დროში კი, 10 ქულა დააგროვა.
თამაში ბერძენთა უპირატესობით წარიმართა და სამი მეოთხედიც მათი გამარჯვებით დასრულდა 23-27, 15-28, 11-25. ის, რომ მიმდინარე სეზონში „ბარსელონა" პირველ მეოთხედს თმობდა, არახალია, თუმცა, ბოლო მეოთხედის წინ, სხვაობა 31 ქულა, ალბათ, კატალონიელთა ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი, წარმოუდგენელი იყო. „ბარსელონამ" სიტუაციის გამოსწორება ბოლო მეოთხედში დაიწყო 17 ქულა „ამოიღო" თუმცა, თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხა. მეოთხედი, თოკოს გუნდმა 30-13 მოიგო, თამაში კი, 17 ქულით, 79-93 წააგო.
მომდევნო შეხვედრას „ბარსელონა" გასვლაზე, „მონაკოს" წინააღმდეგ, 10 აპრილს გამართავს. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩს, კი შენგელიას გუნდი, 17 აპრილს მიუნხენის „ბაიერნის" წინააღმდეგ გამართავს. ალბათ, აქვე უნდა ვთქვათ, ფლეი-ოფში მოსახვედრად, კატალონიურ კლუბს, დარჩენილი ორი შეხვედრიდან, მინიმუმ ერთში მოგება ჰაერივით სჭირდება.
ევროლიგის სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე.





ჩვენ








