
საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრები სლოვაკეთში გამართული Danube Cup-ის გამარჯვებული გახდა. აქვე გეტყვით, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ, ჩვენი ნაკრების მეკარე ირაკლი რაზმაძე დაასახელეს. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა, რომელმაც აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობით, მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის სტარტამდე, ბოლო მოსამზადებელი ეტაპი გაირა, სამი დღის მანძილზე სამი სპარინგი გამართა, კანადის, ავსტარლიისა და სლოვაკეთის ნაკრებებთან და სამივეში გაიმარჯვა.
თუმცა, განსხვავებით პირველი ორი მატჩისგან, რომელშიც საქართველოს ნაკრები რეალურად საწყისი წუთებიდან დომინანტი იყო, დღეს, სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ, ჩვენმა ბიჭებმა ცოტა გვანერვიულეს, თუმცა, საბოლოოს, 16-18 გაიმარჯვეს (იხილეთ მატჩის ტექსტური ჩანაწერი) და Danube Cup-ის გამარჯვებულები გახდნენ.
სლოვაკებთან, რომლებსაც ამ მატჩამდე, ორივე თამაში წაგებული ჰქონდათ, ანგარიში ხვიჩა ჯახაიას გოლით გავხსენით, მაგრამ პირველი პერიოდი წავაგეთ 4-3. ჯახაიამ ამ მონაკვეთში დუბლი გაიფორმა, ერთი გოლი კი, ანდრია ვლაჰოვიჩმა გაიტანა. 4-3 წავაგეთ მეორე მონაკვეთიც - გავაფუჭეთ პენალტი, ვერ გამოვიყენეთ რამდენიმე კარგი შესაძლებლობა და საბოლოოდ, ტაიმი 2 ბურთით წავაგეთ, 8-6. თუმცა, სამი გოლი, ამ მონაკვეთშიც გავიტანეთ, ამჯერად პირველი ტაიმში გატანილი გოლის ავტოების გვარებს ვაკო დადვანიც მიემატა, ჯახაიას ანგარიშზე უკვე 3 გოლი იყო, ვლაჰოვიჩზე 2.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ტურნირზე, რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილი გუნდი, პირველად აღმოჩნდა მდევრის როლში. შესაბამისად, ეს მოცემულობაც საინტერესო იყო, რადგან თამაშის დასატრიალებლად, ბევრი ფაქტორი იმუშავებდა. საბოლოოდ, ფაქტია, რომ დღეს იმუშავა, თუმცა, უფრო სერიოზულ მეტოქესთან ამის გაკეთებას კვლავ შევძლებთ თუ არა, ალბათ, ამის შესახებ, გუნდს კიდევ ექნება სამუშაო.
მესამე პერიოდში ანგარიში ჩვენ გავხსენით. დუშან ვასიჩმა ერთ ბურთამდე შეამცირა ანგარიში, მას მხარი ნიკა შუშიაშვილმა აუბა, მაგრამ, ტურნირის მასპინძლებმა მაინც მოახერხეს ორ ბურთიანი სხვაობის დაბრუნება, 10-8. აი დარჩენილ დროში კი, გიორგი მესხის დუბლით, მონაკვეთი 3-4 მოვიგეთ. თამაშის დასრულებამდე 8 წუთით ადრე კი, „ამოსაქაჩი" მხოლოდ ერთი ბურთი გვგქონდა, 11-10. ეს, „პრობლემა" სტეფამ პიეშივაცმა მეოთხე პერიოდის დაწყებიდან 14 წამში მოახერხა. დუშან ვასიჩმა მოახერხა შეენარჩუნებინა საყაიმო ანგარიში, 12-12. აი, ნიკა შუშიაშვილის გოლის შემდეგ, კი, მატჩის საწყისი წუთების შემდეგ, ჩვენი ნაკრები პირველად დაწინაურდა. მალევე, ვაკო დადვანის გოლის შემდეგ, სხვაობა ორ ბურთამდე გაიზარდა, 12-14. რეალურად, დარჩენილ დროში (04'04'') ჩვენმა გუნდმა მეტოქეს, ერთ ბურთზე მეტად მოახლოების საშუალება არ მისცა, ერთ მომენტში (01'20'') სხვაობა სამ ბურთამდეც გაზარდა, თუმცა, საბოლოოდ, ორბურთიანი სხვაობით მოიგო. ქართული გუნდიდან მატჩს ბოლოს მონაკვეთში გოლები ნიკა შუშიაშვილმა (2), გიორგი მესხმა და ბესო ახვლედიანმა გაიტანეს. მეოთხე პერიოდი 5-8 მოვიგეთ. თამაში, როგორც უკვე გითხარით, 16-18. ასე, რომ ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზას, კარგ განწყობაზე დაადგება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ხარება დღიდან, 7 აპრილიდან, 13 აპრილის ჩათვლით მალტაზე, მსოფლიო თასის II დივიზიონის ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას. ჩენი ნაკრები A ჯგუფში თურქეთის, სლოვენისა და ბრაზილიის ნაკრებებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრი საგზურისთვის იბრძოლებს.
ფოტო: © Slovakia Water Polo





ჩვენ








