
აუცილებლად უნდა მოვიგოთ სამივე თამაში, ამასთან, კარგი იქნება თუ თავის მხრივ, საბერძნეთი უეფა-ს 21 წლამდე 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო F ჯგუფში დარჩენილ სამ თამაშს წააგებს. აქედან, ერთი ჩვენთან არის. კიდევ ერთი დეტალი - საქართველოს ნაკრებმა, საბერძნეთს, რომელთანაც პირველი შეხვედრა 3-0 წავაგეთ, მინიმუმ ერთით მეტი გოლით უნდა მოუგოს, ამ შემთხვევაშიც, ცხრილში უპირატესობას სხვადასხვა ნიუანსი განსაზღვრავს, რასაც ახლა არ ჩავუღრმავდებით.
ასეთი გათვლით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მინიმუმ მეორე ადგილზე აღმოჩნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რამაზ სვანაძის გუნდის, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, ზედიზედ მესამე შეეძლება ბრძოლა. შესაბამისად, დარჩენილ თამაშებს მალტასთან, დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, კიდევ გაუჩნდა აზრი, მითუმეტეს, რომ საბერძნეთის ნაკრებმა თავის მხრივ, საშინაო შეხვედრა, გერმანიასთან 0-2 დათმო. შესაბამისად, ბერძენთა ერთპიროვნული ლიდერობაც დასრულდა და ამჯერად, გუნდმა, მეორე ადგილზე გადმოინაცვლა, გერმანიის შემდეგ.
მომდევნო შეხვედრას მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაზე საქართველოს ახალგაზრდული, სწორედ, საბერძნეთის წინააღმდეგ 26 სექტემბერს გამართავს. ისე, ცოტა შეთქმულების თეორიას კი ჰგავს, მაგრამ ლატვიასთან მატჩში, კვიპროსელი მსაჯის ქმედება, ახლა უფრო ზრდის ეჭვს, რომ გვასალიას გამოგონილი გაძევებით, ბერძნებს გაუკეთა საქმე. რა თქმა უნდა ეს, მხოლოდ ჩვენი სუბიექტური მოსაზრებაა და არგუმენტების გარეშე, ამ გარემოების მტკიცებით ფორმაში ლაპარაკი უხერხულია, თუმცა, თუნდაც ბერძნების დღევანდელი მარცხიდან გამომდინარე, ნათელია, რომ კითხვის ნიშნებმა იმატა. 27 სექტემბრის მატჩში გამარჯვების შემთხვევაში და ეს 11-კაციან სვანაძის გუნდს, 11 ქულა ექნებოდა და მხოლოდ 7 ქულაში იქნებოდა ჯგუფის ლიდერებთან, რაც ჩვენი გუნდისთვის, გაზრდილი თეორიული შანსი იყო...
თუმცა, ახლა სხვა მოცემულობაა და ამ სხვა მოცემულობაში, დღეს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა მატჩი, რომელიც მოულოდნელად, მე-2 წუთზე, ჩვენს კარში გასული გოლით და გაიხსნა, საბოლოოდ ჩვენი გამარჯვებით, 4-1 (იხილეთ მატჩის ტექსტური ჩანაწერი) დასრულდა. ცივი შხაპის ეფექტის მქონე გოლის შედეგ, სტუმრები რეალურად, ჩვენს ნახერაზე არ გადმოსულან, თუ არ ჩავთვლით გოლის გარდა, ორ მომენტს, რომელმაც ცოტა დაგვძაბა. ანგარიში კი, ქართველთა გუნდმა ძალიან მალე, მე-9 წუთზე ლუკა წულუკიძის თავურით გავათანაბრეთ. თავით გაიტანა და ცოტა კურიოზულიც იყო, 21-ე წუთზე, გაბრიელ სიგუას გატანილი გოლი. სანდრო ნარიმანიძის ძლიერი შორეული და რიგით მეორე დარტყმული, ამჯერად, ხარიხამ აისხლიტა, „სიგუმ" კი დასწრებაზე კარგად ითამაშა და თავით გადააგზავნა ბურთი მალტელთა კარში. პირველი ტაიმის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, ნარიმანიძემ, საბოლოოდ გაისწორა დარტყმა და შორიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. „სვანას" გუნდმა, პირველი ტაიმი 3-1 მოიგო.
მეორე ტაიმში, მეტოქე, ოდნავ „გავაცოცხლეთ" თუმცა, გავაკონტროლეთ და კიდევ ერთი გოლი გავიტანეთ. 78-ე წუთზე სიგუამ დუბლი შეასრულა.
საქართველოს ნაკრები 7 ტურის შედეგ, 9 ქულით, მე-4 ადგილზეა. ჩვენზე, ერთით მეტი, 10 ქულა აქვს ჩრდ. ირლანდიას, რომელმაც დღეს, კაცნაკლული შემადგენლობით, გასვლაზე ლატვია დაამარცხა 1-3. სატურნირო ცხრილს კი, გერმანიის ნაკრები ლიდერობს 18 ქულით.





ჩვენ








