მარია მე-5, ნიტა მე-17, პარიზში მსოფლიო თასის მეორე ეტაპი დასრულდა
მარია მე-5, ნიტა მე-17, პარიზში მსოფლიო თასის მეორე ეტაპი დასრულდა
29.03.2026
ავტორი: TSFF.Ge


საფრანგეთში დღეს მხატვრულ (სინქრონულ) ცურვაში მსოფლიო თასის მეორე ეტაპი დასრულდა. შეჯიბრში, რომელშიც 28 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა იყვნენ ქართველი სპორტსმენებიც - მარია ალავიძე, ანი ყიფიანი და ნიტა ნათობაძე.


ასპარეზობის ბოლო დღეს, მედლები გათამაშდა თავისუფალი სოლო პროგრამაში, რომელშიც  ნიტა ნათობაძე და მარია ალავიძე ასპარეზობდნენ.


ცოტა დააკლდა ბრინჯაოს მედლამდე მარია ალავიძეს, რომელმაც 249.2864 ქულით, მე-5 ადგილით დაასრულა ასპარეზობა. რაც შეეხება ნიტა ნათობიძეს, 159.3525 ქულით, ის მე-17 იყო.


შეგახსენებთ, რომ 27 მარტს ტექნიკური პროგრამები გაიმართ: ტექნიკურ სოლოში იასპარეზა მარია ალავიძემ რომელმაც 232.0717 ქულით მე-8 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.


ტექნიკურ დუეტში მარია ალავიძემ, ანი ყიფიანთან წყვილში 215.9041 ქულა აიღო და მხოლოდ, 22-ე ადგილზე გავიდა.


28 მარტს თავისუფალი დუეტებში მონაწილეობა მარია ალავიძემ და ნიტა ნათობაძესთან ერთად მიიღო და 199.4551 ქულით, მე-18 ადგილი დაიკავა.