
დღეს მიხეილ მესხი 2-ზე ზურაბ ხიზანიშვილს და მის ახალ გუნდს დებიუტი ჰქონდა. იმას გარდა, რომ ეს ქართველი მწვრთნელის სადებიუტო თამაში იყო, მის 19-წლამდე ნაკრებშიც ბევრი იყო დებიუტანტი, მათ შორის უცხოეთში სელექცია შერჩეული.
ამხანაგურ შეხვედრაში, ქართველთა ნაკრებმა ყაზახეთის 19-წლამდე ნაკრებთან თამაში ფრთხილად დაიწყო. თუმცა, ნელ-ნელა ქართველთა გუნდის უპირატესობა გამოიკვეთა. მიუხედავად ამისა, მალევე, საწყის წუთებში, სტუმრებს ანგარიშის გახსნის საშუალება ჰქონდათ. თუმცა, ყაზახებმა პენალტი ვერ გაიტანეს. ანგარიშ კი, ამ შეხვედრაში 28-ე წუთზე სტანდარტულიდან ნიკოლოზ შალიკიანმა გაიტანა. კიდევ ერთი სტანდარტული ტაიმის ბოლოს ნიკოლოზ ბენდელიანმა გამოიყენა. უნდა ითქვას, რომ „ხიზანას" ბიჭებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს სტანდარტულის შემდეგ. ჯერ მეორე ტაიმის სტარტზე, ნიკოლოზ ბერიკაშვილმა სამამდე გაზარდა ანგარიში, 78-ე წუთზე კი, პენალტი საბა ჩხეტიანმა გააკეთა. ამის შემდეგ, მსაჯის მიერ თამაშისთვის კომპენსირებულ დროში ქართველმა 19-წლამდებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს, აქედან ამ გოლებში დიდი წვლილი ჩვენი ნაკრების მეკარეს მიუძღვის. მეხუთე გოლი სწორედ მისი გადაცემის შემდეგ გაიტანა თენგო ნუბელიშილმა, მეკარის მორგი გრძელი გადაცემით დაწყებული შეტევა კი, შოთიკო დიკონიძემ დაასრულა გოლით. კარი მშრალად ვერც ჩვენ შევინახეთ, თუმცა, საბოლოოდ დიდი ანგარიშით 6-2 მოვიგეთ.
ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი, შემდეგ მატჩს ისევ ყაზახეთის წინააღმდეგ, მიხეილ მესხი 2-ზე, 30 მარტს, 14:00 საათზე გამართავს.





ჩვენ








