
დღეს ქალთა ლიგის მე-5 ტური გაიმართა. თამაშებს თბილისმა, ბათუმმა და ამბროლაურმა უმასპინძლა.
თბილისში, სფფ-ის ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში „კვარტალმა" ქალთა ლიგის დებიუტანტ „თეთრიწყაროს" უმასპინძლა. ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი, მართალია დებიუტანტ, მაგრამ გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებულ გუნდს დაუპირისპირდა და ფრედ 1-1 ითამაშა. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. გოლი, სალომე არაბულმა 53-ე წუთზე გაიტანა. 65-ე წუთზე კი, მარიამ ცისკარიშვილმა მოახერხა გათანაბრება.
თბილისში, ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში, თბილისის „ვერემ" ქუთაისის „მართვესთან" ფრედ, 0-0 ითამაშა. ამ ტურის შემდეგ, ორივე გუნდს 7-7 ქულ აქვს და მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ.
თბილისშივე, სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში „ელიტამ", ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან ქალთა კლუბს „ლანჩხუთს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 0-7 დამარცხდა. თამაში, სტუმართა უპირატესობით წარიმართა და უკვე პირველი ტაიმის შემდეგ, „ლანჩხუთი" 0-6-ს იგებდა. შესაბამისად, მეორე ტაიმში გურულებმა თავს, ამოსუნთქვის საშუალება მისცეს. ანგარიში კი, სწრაფი გოლით გამოცდილმა ნინო პასიკაშვილმა გახსნა მე-3 წუთზე. მომდევნო ორი გოლი ნათია დანელიას (15', 18') ანგარიშზეა, რომელმაც დუბლი სამწუთიან მონაკვეთში შეასრულა. დღევანდელ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა ნინო ბუხრიკიძემაც (33', 56'), თითო გოლი კი, ლია სიჭინავამ (40') და კამარგომ (43') გაიტანეს. სატურნირო ცხრილში, ამ ტურის შემდეგ, „ლანჩხუთი" 9 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფს „ბათუმთან". რაც შეეხება „ელიტას", ის 0 ქულით ბოლო ადგილზეა.
ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო ცენტრში ის ორი გუნდი დაუპირისპირდა, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში კარიც მშრალად ჰქონდა შენახული და დაუმარცხებლადაც ასპარეზობდა. შესაბამისად, „ბათუმისა" და „ნიკე-ლუსოს" თამაში ამ ტურის ცენტრალური მატჩი იყო. შეხვედრაში, რომელის პირველ ტაიმშიც სტუმრები მცირე უპირატესობას ფლობდნენ, ანგარიში მეორე ტაიმის სტარტზე გაიხსნა. ქადაგიშვილის გადაცემის შემდეგ, გოლი ჩინონიერემ მაკლინსიმა გაიტანა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დღევანდელ მატჩში, გაშვებული გოლების მიუხედავად, აჭარული გუნდის მეკარე, ამერიკელი ოლივია როუი ორივე გუნდში გამორჩეული იყო. აი, მის კოლეგას, თბილისური კლუბიდან კი, რეალურად საქმე არ ჰქონია. მეორე გოლი საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა 87-ე წუთზე გაიტანა. სტანდარტულის შემდეგ, ბათუმელთა დაცვას, შეცვლაზე შემოსული თეკლა ბერიძე გაეპარათ, რომელმაც მეორედ აიღო მასპინძელთა კარი. სხვათა შორის, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ბერიძეს დუბლის შესრულების შანსი ჰქონდა. „ნიკე-ლუსომ" 0-2 მოიგო და დღევანდელი ტურის შემდეგ, ქალთა ლიგის მომდინარე სეზონში ერთადერთი გუნდია რომელსაც ქულა არ დაუკარგავს, ამასთან თათია გაბუნიას კარიც, ამ ეტაპზე მშრალად არის შენახული.
და ბოლოს ამბროლაურში, აგრანო ვაჩაძის სახელობის სტადიონზე „რაჭა 2020"-მა ძლიერთა ლიგაში დაბრუნებულ სოხუმის „დინამოს" უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში მე-100 მატჩი ჩაატარა სოხუმელთა მაისურით ლიზი კაკულიამ, რომელმაც ამ შეხვედრაში პოკერი შეასრულა (61', 63', 80', 85') და „მრგვალი" თარიღი ასე აღნიშნა. ანგარში კი, ამ შეხვედრაში პირველ ტაიმში, მას შემდეგ გაიხსნა, რაც ურთიერთშელაპარაკების გამო, მსაჯმა გუნდებს თითო მოთამაშე გაუძევა. 36-ე წუთზე, სოფიო წიქარიძემ დააწინაურა სტუმართა გუნდი. საბოლოოდ, სოხუმელებმა 0-5 მოიგეს და მიმდინარე გათამაშებაში პირველი სამი ქულა ჩაიწერეს.
ქალთა ლიგის მომდევნო ტური 1 აპრილს გაიმართება, თუმცა, აქვე გეტყვით, რომ ეს არის გადადებული მე-3 ტური. ამის შემდეგ, 5 აპრილს ქალთა ლიგაში კიდევ ერთი, მე-6 ტური გაიმართება და 23 აპრილამდე, სანაკრებო შესვენება გამოცხადდება.
ფოტო: "დინამო" სოხუმი





ჩვენ








