ნიკა ეგაძე თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებ
ნიკა ეგაძე თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებ
26.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პრაღაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში დღეს ასპარეზობა ერთეულმა კაცებმა დაიწყეს. ევროპის მოქმედი ჩემპიონი ნიკა ეგაძე ყინულზე 35 მონაწილეს შორის ბოლოდან მეექვსე, ანუ ბოლო ჯგუფში გამოვიდა.


სამწუხაროდ ქართველმა პროგრამით გათვალისწინებული სამი ნახტომითი ელემენტიდან ორში უხეში შეცდომა დაუშვა რაც საბოლოოდ ქულებში აისახა და 78.84 (41.42 /38.42) ქულით, ეგაძემ მოკლე პროგრამა შედეგით დაასრულა. თუმცა მიუხედავად ამისა, ქართველმა კვალიფიკაცია გაიარა და თავისუფალ პროგრამაში მას კვლავ ვიხილავთ. კაცებს, მოკლე პროგრამის შემდეგ, აშშ-ს სახელი მოასპარეზე ილია მალინინი ლიდერობს 111.29 ქულით.


კაცები, თავისუფალ პროგრამაში 28 მარტს, თბილისის დროით 14:30 საათიდან დაიწყებენ მედლებისთვის ასპარეზობას.


დღეს კი, ყინულზე მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდება, სადაც მოკლე პროგრამის შემდეგ, მეორე ადგილზე ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა არიან, რომლებსაც პირევლ ადგილზე მყოფ გერმანულ წყვილთან, მხოლოდ 0.33 ქულა აშორებთ. ასე, რომ მთავარია ჩვენებმა დღეს მშვიდად იასპარეზონ და მედალი აუცილებლად იქნება. არაა გამორიცხული ეს მედალი ოქროც იყოს.