ხვალინდელი წარმატების საზომი ამბიცია, დისციპლინა მონდომება და დინამიკა იქნება
ხვალინდელი წარმატების საზომი ამბიცია, დისციპლინა მონდომება და დინამიკა იქნება
25.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოსა და ისრაელის ეროვნულმა ნაკრებებმა დღეს მიხეილ მესხზე ხვალინდელი თამაშის წინ ბოლოჯერ ივარჯიშეს, მთავარი მწვრთნელები და თითო მოთამაშე კი, ტრადიციულად მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. თავდაპირველად, ქართული მედიის წინაშე ჩვენი გუნდიდან ვილი სანიოლი და 2026 წლიდან ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გამოვიდნენ.  


„ერთა ლიგის გათამაშება სექტემბრიდან იწყება და ბუნებრივია გვინდა კარგ ფორმაში ვიყოთ. ამჯერად გვაქვს ორი ამხანაგური თმაში. ალბათ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის რომ ემზადებოდეს გუნდი, შეიძლებოდა გაგვერისკა, მაგრამ ჩაკვეტაძესა და გოგლიჩიძეს გარკვეული პრობლემები აქვთ და ბუნებრივია, გარისკვას არ ვაპირებთ. ხვალაც, ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ზოგადად გუნდში კარგი ატმოსფეროა, მაგრამ მოდუნების უფლება არ გვაქვს,"- ამბობს ვილი სანიოლი



შეგახსენებთ, რომ „ჩაკვე" და გოგლიჩიძე, ეროვნულ ნაკრებთან შეკრების პირველივე დღიდან იმყოფებიან, თუმცა, ფეხბურთელები ინდივიდუალურად ვარჯიშობენ. მიუხედავად ამისა, იმისადა გათვალისწინებით, რომ მარტის სანაკრებო ფანჯრის პერიოდში, საქართველოს ნაკრებს მხოლოდ და მხოლოდ ამხანაგური მატჩები ელის, ვილი სანიოლის გუნდის შემადგენლობა საკმაოდ შთამბეჭდავია. სხვათა შორის, საქართველოს ნაკრების „ოქროს თაობაზე", რომელთანაც ხვალ თამაში საკმაოდ რთული იქნება, ისრაელის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რან ბენ-შიმონიმაც ილაპარაკა:


„იმისდა მიუხედავად, რომ ხვალ, ამხანაგური შეხვედრაა, ჩვენ მას როგორც ამხანაგურს არ ვუყურებთ. ხვალინდელი მატჩი, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა ყველა ოფიციალური მატჩი. ამიტომ, სულაც არ ყოფილა მოულოდნელი რაც ვილი სანიოლმა დაგვახვედრა. ისრაელშიც, ამხანაგურ შეხვედრაზე ჩვენ ასევე, ოპტიმალური შემადგენლობით დავხვდებოდით", - ამბობს სტუმართა გუნდის მთავარი მწვრთნელი

.

მიუხედავად იმისა, რომ ხვალინდელი შეხვედრა არა „დინამო არენაზე", არამედ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტარდება, რომლის ტევადობაც ბუნებრივია ბევრად ნაკლებია ქვეყნის მთავარ სტადიონთან შედარებით, მატჩზე დასასწრები ბილეთები თითქმის აღარ არის დარჩენილი. მე-12 მოთამაშის მხარდაჭერის იმედი კი, ვილი სანიოლის ტრადიციულად აქვს:


„ჩვენმა ფანებმა ბევრი გააკეთეს, განსაკუთრებით ეს გერმანიაში დავინახეთ. იყავით ჩენთან მაშინაც კი, როცა გვიჭირს. ახლაც, ჩვენ გვჭირდებიან ისინი, ისევე, როგორც მათ ვჭირდებით ჩვენ", - იტყვის ვილი სანიოლი, რომელიც მანამდე, ხვალინდელ თამაშთან დაკავშირებით, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ჩაითვლება ხვალინდელ მატჩში წარმატებად, უპასიხებს: „წარმატებას სხვადასხვა საზომი აქვს. ხვალინდელ თამაშში, მინდა ვნახო მოთამაშეებშია ამბიცია, დისციპლინა, მონდომება, დინამიკა. სამი დღეა გუნდთან ერთად ვარ და ვხედავ, უკეთესობას, ვიდრე ბოლო შესარჩევში იყო. ყველა ვინც იქნება სტადიონზე უნდა ნახონ კარგი ფეხბურთი".



რას უნდა ველოდეთ ხვალ, თუკი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ცალკეული ფეხბურთელების თამაშს გადავხედავთ, კლუბებში, რა თქმა უნდა, მაშინ, ხვალ ბევრ გოლს უნდა ველოდოთ. თუმცა, „ექსკურსიაზე" არც ისრაელის ნაკრებია ჩამოსული, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, მაინც გადაწყვიტა ჩამოსულიყო საქართველოში და ეთამაშა.


„რთულია იმ სიტუაციაში  რაც ახლა ისრაელშია, თამაში. ბუნებრივია, ვნერვიულობ ოჯახის წევრებზე, რომლებიც იქ არიან.  ვიმედოვნებთ, რომ 90 წუთის მანძილზე, თამაშის დროს არ იქნება სირენა და მატჩი მშვიდობით ჩაივლის",- ამბობს ელი დასა, ისრაელის ნაკრების ფეხბურთელი, რომელიც სტუმარი გუნდიდან მედიასთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. ხვალინდელ თამაშთან დაკავშირებულ მოლოდინზე ილაპარაკა სტუმარი გუნდის თავკაცმა: „აქ, მხოლოდ ამ კონკრეტული ამხანაგური მატჩისთვის არ ჩამოვსულვართ, სექტემბრიდან ახალი შესარჩევი ციკლი იწყება და გვინდა, მაქსიმალურად მზად ვიყოთ. გვყავს ბევრი ახალი მოთამაშე და მათი გამოცდაც გვინდა", - ამბობს სტუმართა მწვრთნელი.



ჩვენი გვერდის მკითხველს ემახსოვრება, რომ ვილი სანიოლმა ორშაბათს მედიასთან შეხვედრაზე გუნდის სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა. მაშინ, ფრანგმა ისე რა, სხვათაშორის თქვა, რომ დიდი მწვრთნელები ტაქტიკაზე, როგორც წესი არ ლაპარაკობენ. რთული სათქმელია ვიზრდებით თუ, უბრალოდ ამხანაგური თამაშის სტატუსიდან გამომდინარეობდა, არავინ დღეს ვილის, ხვალინდელ სათამაშო ტაქტიკაზე და სქემაზე არ დაუსვა. სამაგიეროდ, სტუმართა გუნდის წარმომადგენლებს ხვიჩა კვარაცხელიაზე ჰკითხეს.


საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს, არ შეიძლება, მხოლოდ კვარაცხელიათი შემოვიფარგლოთ. გუნდში არიან წიტაიშვილი, მიქაუტაძე, დავითაშვილი... მთლიანად გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ მოვემზადეთ. რა თქმა უნდა, კვარაცხელიაზე გაკეთებული პასები ყველაზე საშიშია და ჩვენ ამას მივაქცევთ ყურადღებას", - ამბობს ელი დასა.



შეგახსენებთ, რომ ხვალ საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების შეხვედრა, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.