საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
16.03.2026
ავტორი: სფფ-ის ინფორმაცია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2 ივნისს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.


რუმინეთის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის მონაწილეა და მუნდიალზე გასვლის შანსს ინარჩუნებს. მირჩა ლუჩესკუს გუნდი პლეი-ოფის ნახევარფინალში თურქეთის ნაკრებს შეხვდება.


ივნისის ამხანაგურ მატჩამდე საქართველოს ნაკრები 26 მარტს, თბილისში, ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს ლიეტუვის წინააღმდეგ კაუნასში ითამაშებს.