დვალის გოლი, ოდიშარიას საგოლე გადაცემა და ლოჩოშვილის გამართული თამაში - ქართული ლეგიონის მორიგი უიქენდი დაიწყო
დვალის გოლი, ოდიშარიას საგოლე გადაცემა და ლოჩოშვილის გამართული თამაში - ქართული ლეგიონის მორიგი უიქენდი დაიწყო
14.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართული საფეხბურთო ლეგიონის „მარათონი" გრძელდება. ამ სტატუაში გუშინ და დღეს, ამ წუთისთვის დასრულებულ მატჩებზე გიამბობთ, თუმცა, მოგვიანებით ახალი ამბების კოლაჟით კვლავ დაგიბრუნდებით.


დრამატული შეხვედრა ლა ლიგაში, რომელშიც გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა" გასვლით შეხვედრაში მსაჯის მიერ თამაშისთვის კომპენსირებული დროის ბოლო, მე-8 წუთზე მოახერხა ქულის გადარჩენა. მართალია, „ალავესი", პირველ ტაიმში, მე-40 წუთზე ავტოგოლის წყალობით დაწინაურდა, თუმცა, მთელი შეხვედრის მანძილზე გუნდმა ამ უპირატესობის შენახვა მოახერხა, ზემოთხსენებულ პეპეს გოლამდე. „ბომბარდირმა" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის 83-ე წუთზე შეცვალეს. ამ ტურის შემდეგ, „ვილიარეალმა" 55 ქულით მესამე ადგილზე აიწია, თუმცა, ეს 28-ე ტურის პირველი შეხვედრა იყო, სავარაუდოდა, ტურის დასრულების შემდეგ გაირკვევა, მომდევნო ტურს ჟორჟის გუნდი რომელ ადგილზე შეხვდება.


ლატვიური „ვირსლიგას" მე-2 ტურში ლაშა ოდიშარიას რფს-მა გასვლით შეხვედრაში „ლიეპაია" მინიმალური ანგარიშით 0-1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-14 წუთზე ქართველის ზუსტი გადაცემის შემდეგ პანიჩიმ გაიტანა. ქართველმა სრული შეხვედრა ჩაატარა და საკმაოდ მაღალი შეფასებაც მიიღო. რფს კი, ორი ტურის შემდეგ, ქულების მაქსიმუმით სატურნირო ცხრილის ლიდერია.


რუმინეთის სუპერლიგაში გადამწყვეტი ფაზა დაიწყო. ანრი მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატიამ" ჩემპიონშიფის ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრა სახლში, „არგესთან" 0-1 წააგო. ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 26-ე წუთზე გავიდა. რაც შეეხება ქართველს, მას ყვითელი ბარათების გამო, ამ მატჩის გამოტოვება მოუხდა. „უნივერსიტატია" ჯერ-ჯერობით პირველ ადგილზეა 30 ქულით, თუმცა, პირველი ტურის შემდეგ, თუკი ბუქარესტის „რაპიდი" გაიმარჯვებს, მას მინიმუმ მომდევნო ტურამდე მეორე ადგილზე მოუწევს გადანაცვლება.


ბულგარეთის სუპერლიგის 26 ტურში ქართველი მცველის ლაშა დვალის ცსკა 1958-მ დრამატულ დაპირისპირებაში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხა 3 ქულის მოპოვება. „სპარტაკთან", თუ არ ჩავთვლით ყვითელ ბარათებს, მშვიდი თამაშის ფონზე, მეორე ტაიმის სტარტზე მასპინძლები დაწინაურდნენ. 47-ე წუთზე, სტუმრების შეცდომა, ასევე ცუდად დააზღვია ქართველმა მცველმა და საბოლოოდ, ანგარიშ გაიხსნა. ამის შემდეგ, დვალმა, ყვითელი ბარათიც მიიღო და თამაშის ბოლომდე, მან კი შეუცვლელად ითამაშა, რამდენიმე მომენტში ბეწვის ხიდზე გაიარა, თუმცა, სწორედ მისი გოლით 70-ე წუთზე სოფიელებმა ანგარიში გაათანაბრეს. საბოლოოდ კი, მსაჯის მიერ, კომპენსირებული დროის ბოლო წამებზე გატანილი გოლის წყალობით მოიგეს და 50 ქულით მეორე ადგილს იყოფენ „ლუდოგორეცთან".


პირველი ტაიმისთვის დამატებული 8 წუთი, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში „ჰოლშტაინ კილისა" და „ნიურნბერგს" შორის საბოლოოდ 14 წუთს გაგრძელდა, სწორედ ამ დროში, 26-ე ტურში მასპინძლებმა „ნიურბერგთან" ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. თამაშს კი, საწყისი წუთებიდან ლუკა ლოჩოშვილის გუნდი 0-2-ს იგებდა იუსტვანის დუბლის შემდეგ და ქართველიც ერთ-ერთ სტაბილურ შეხვედრას ატარებდა. რეალურად „ლოჩოს" ეს მთელი თამაშიც გამოუვიდა. უმეტეს შემთხვევაში მეტოქეს, პირდაპირი გაგებით მისი „თრევა" უწევდა, რიმ ქართველის ბარიერი გადაელახა, თუმცა, ეს მასპინძელ გუნდს, წესების დარღვევად უჯდებოდა. აი გამარჯვების გოლი კი, მოედნის ცენტრიდან ლოჩოშვილის გააზრებული თამაშის შემდეგ დაიწყო და ბოლოს, 72-ე წუთზე ზომას გოლით დასრულდა. „ნიურნბერგმა" 2-3 მოიგო და 26 ტურის შემდეგ, 33 ქულით, სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.


და ბოლოს, უკრაინის პრემიერ ლიგის მე-20 ტურში, შოთა ნონიკაშვილის „ჩერქასი" „ოლექსანდრიას" დაუპირისპირდა და 2-0 გაიმარჯვა. ქართველმა სკამიდან დაიწყო და მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა. 20 ტურის შემდეგ, ქართველის გუნდი 44 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში არის. თუმცა, ამდენივე ქულა და ერთი თამაშით ნაკრები აქვს ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარს".


ამ ეტაპზე სულ ესაა, თუმცა, დღის ბოლოს სხვა ლეგიონერების სიახლეებით კვლავ დაგიბრუნდებით.