
ქართველმა პარაათლეტმა ლუკა ლომაიამ მილანი-კორტინას ზამთრის პარალიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა. შეგახსენებთ, ლუკა პარასნოუბორდერია და ოლიმპიურ თამაშებზე Banked Slalom SB-LL2 კლასში იასპარეზა.
პირველი დაშვებისას ქართველმა 1:10.58 დააფიქსირა, რაც მე-17 შედეგი იყო. მეორე ცდისას კი, ლუკას დრომ 1:08.50 შეადგინა, რაც მე-19 შედეგი აღმოჩნდა. საბოლოოდ, ჩვენმა პარალიმპიელმა 1:08.50 წუთით მე-19 შედეგით დაასრულა ასპარეზობა. ლუკამ პარალიმპიურ ჩემპიონთან +14.22 წამი წააგო.
შეგახსენებთ, რომ მილანი-კორტინაში ზამთრის XXV პარალიმპიური თამაშებზე საქართველო ორი პარაათლეტით იყო წარმოდგენილი. ლიკა ლომაიამადე, პარა ქროს-ქანთრის ორ დისციპლინაში თემურ დადიანმა იასპარეზა.
ზამთრის პარალიმპიური თამაშები 15 მარტს დაიხურება. მედლების ბოლო კომპლექტებიც ამ დღეს გათამაშდება. თუმცა, ჩვენმა პარალიმპიელებმა მილანი-კორტინაში ასპარეზობა უკვე დაასრულეს.
ზამთრის პარალიმპიური თამაშები, 11 დღის განმავლობაში სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს. თამაშებში 55 ქვეყნის, 650 პარაათლეტი მონაწილეობს. საერთო ჯამში კი მედლების 79 კომპლექტს გაითამაშებს.





ჩვენ








