
დღეს ინგლისის ჩემპიონშიპის 37-ე ტურში, „უოტფორდმა" გასვლით შეხვედრაში ქულა 90-ე წუთზე გადაარჩინა. „შეფილდ ვედისთან" დაპირისპირებაში, სტუმარი გუნდის ორივე ქართველი, საბა გოგლიჩიძე და გიორგი ჩაკვეტაძე, ძირითად შემადგენლობაში იყო. თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ „ჩაკვეს" საკმაოდ კარგი შეხვედრა ჰქონდა და მაღალი შეფასებაც დაიმსახურა, თუმცა, ის 84-ე წუთზე შეცვალეს. დღევანდელი მატჩის შემდეგ, იმავეს ვერ ვიტყვით საბაზე, რომელმაც სრული შეხვედრა ჩაატარა.
„ჩაკვე" შეხვედრის პირველი წუთებიდან აქტიური იყო და მას გოლის გატანის რამდენიმე მცდელობაც ჰქონდა. ერთ მომენტში, მე-10 წუთზე ბურთმა ძელს ახლოს ჩაუარა. შეხვედრის ამ მონაკვეთში, საბამ ყვითელი ბარათიც მიიღო და ერთ მომენტში ექიმებმა მინდვრის გარეთ მას, სამედიცინო დახმარებაც აღმოუჩინეს. ანგარიში კი, მეორე ტაიმში გაიხსნა, როდესაც 54-ე წუთზე, „უოტფორდს" თავით ახლო მანძილიდან გაუტანა ჯერი იატესმა და მასპინძელი გუნდი დააწინაურა. ქართველების გუნდმა კი, როგორც აღვნიშნეთ, ბოლო წუთზე, 84-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული ვივალდო სემედოს გოლით გაათანაბრეს. მატჩი 1-1 დასრულდა. 37 ტურის შემდეგ, 52 ქულით მე-9 ადგილზეა და სულ რაღაც 5 ქულაშია ფლეი-ოფის ზონის გუნდებთან. ამასთან, „უოტფორდს" ერთი თამაშით ნაკრები აქვს ჩატარებული.





ჩვენ








