ქართული ლეგიონის გუნდების დრამატული სათამაშო ორი დღე
ქართული ლეგიონის გუნდების დრამატული სათამაშო ორი დღე
05.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ტაჩა დე პორტუგალიაზე „სპორტინგმა" ტრავმირებული გიორგი ქოჩორაშვილი გარეშე   1/2 ფინალის პირველ რაუნდში „პორტუ" დაამარცხა 0-1 და წყვილში დაწინაურდა. საპასუხო თამაში 22 აპრილს არის ჩანიშნული. აი, ინგლისის პრემიერ ლიგის 29-ე ტურში კი, გიორგი მამარდაშვილის გარეშე, „ლივერპულმა" 2-1 წააგო „ვულვზთან". თავდაპირველად განაცხადში იყო, თუმცა, შემდეგ ამოიღეს გაბრიელ სიგუა, რომლის „ლოზანამაც" შვეიცარიის სუპერ ლიგის 28 ტურში, გასვლითი შეხვედრა „ციურიხთან" 1-2 გაიმარჯვა. დიდი ალბათობით, სიგუას, რომელმაც ტრავმის შემდეგ, მხოლოდ რამდენიმე მატჩი ჩაატარა, პრობლემამ თავი კვლავ შეახსენა.


გერმანიის ბუნდესლიგის მე-17 ტურში „ჰამბურგი" საშინაო შეხვედრაში „ლევერკუზენთან" მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა. გიორგი გოჩოლეიშვილმა ამ ჯერზე სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო გამოტოვებული შეხვედრა, ქართველის გუნდს კარგი შანსი ჰქონდა გამარჯვების შემთხვევაში დაწინაურებულიყო, თუმცა, „ჰამბურგმა" ეს შანსი ხელიდან გაუშვა და სატურნირო ცხრილში, 26 ქულით, კვლავ მე-11 ადგილზეა.


იტალიის სერია B-ს 28-ე ტურში „ფროზინონემ" „პესკარას" უმასპინძლა და ქულა მოიპოვა, რადგან გიორგი კვერნაძის გუნდი, პირველი ტაიმის შემდეგ 0-2-ს აგებდა. ქართველის გუნდელებმა პირველი ტაიმის შემდეგ, კი მოახერხეს გოლის გატანა, თუმცა, VAR-მა გააუქმა. ანგარიშის გათანაბრება კი, „ფიორენტინამ" 11-მეტრიანით, 85-ე წუთზე, მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, რაც მოწინააღმდეგე 10 დარჩა. ქულა კი, მასპინძლებმა, მას შემდეგ გადაარჩინეს, რაც მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-5 წუთზე, მეტოქის კარის აღება მოახერხეს. შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა. „კვერნა" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწო და ის, 77-ე წუთზე შეცვალეს.


ხორვატიის თასი 1/4 ფინალში თორნიკე მორჩილაძის „რიეკამ" მეზობელი სპლიტის „ჰაიდუკი" უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში სტუმართა გუნდმა გაიმარჯვა. ძირითადი დრო ფრედ, 1-1 დასრულდა. შესაბამისად, დამატებითი ტაიმების დანიშვნა გახდა საჭირო, რომელშიც,  მე-5 წუთზე კვლავ სტუმრებმა მოახერხეს დაწინაურება. თუმცა, მეორე დამატებული ტაიმის ბოლო მონაკვეთში, „რიეკამ" მოინდომა და მიუხედავად იმისა, რომ პენალტი გააფუჭა, პენალტების სერიამდე საქმე მაინც არ მიიყვანა, ორი გოლი გაიტანა და საბოლოოდ 3-2 გაიმარჯვა. რაც შეეხება ქართველს, მორჩილაძემ სათადარიგო შემადგენლობიდან დაიწყო, 74-ე წუთზე შემოვიდა მოედანზე და საფინალო სასტვენამდე მინდორზე იყო.


აზერბაიჯანის თასის 1/4  ფინალი „ზირამ", „სუმგაიტი" დაამარცხა 2-0. დავით ვოლკოვმა და გიორგი პაპუნაშვილმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს თამაში. 28-ე წუთზე, ვოლკოვის გოლით გაიხსნა ამ შეხვედრაში ანგარიში და მიუხედავად იმისა, რომ ქართველების გუნდი მეტოქეს ჯობდა, ამას გარდა გოლის გატანის ორი შესაძლებლობა „პაპუნასაც" ჰქონდა, მხოლოდ 88-ე წუთზე ნურიევმა მოახერხა ანგარიშის ორამდე გაზრდა. „ზირა" 1/2 ფინალში გავიდა. ამ მეოთხედფინალში კი, პაპუნაშვილის 63-ე წუთზე, ვოლკოვი კი, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის პირველ წუთზე შეცვალეს.