უეფა-მ „გალათასარაის“ სანქცია დაახვედრა
უეფა-მ „გალათასარაის“ სანქცია დაახვედრა
04.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ერთ კვირაში, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე საინტერესო ეტაპი იწყება - ორ რაუნდიანი დაპირისპირებები, რომლებშიც საბოლოოდ, ორი ბუდაპეშტში, ნანატრი ტროფეისთვის ფინალში დაუპირისპირდება. ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი იმედს იტოვებს, რომ უნგერში სამი ქართველიდან ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი ქოჩორაშვილი, ერთ-ერთის გუნდი მაინც მოხვდება. მანამდე კი, უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტმა „მამარდას" მომავალი მეტოქე გუნდი, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში დასაჯა.


აღნიშნული კომიტეტის გადაწყვეტილებით სტამბოლის  „გალათასარაის" ქომაგებს გასვლით მატჩზე დასწრება აეკრძალათ. ამას გარდა, „გალა" 40000 ევროთი არის დასჯილი. აღნიშნული სანქციები კი ტურინში, „იუვენტუსთან" ფლეი-ოფის შეხვედრისას მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რომლის დროსაც, ორი კლუბის გულშემატკივარი ერთმანეთს დაუპირისპირდა.


შეგახსენებთ, რომ „მამარდა" და „ლივერპული" პირველ შეხვედრას 10 მარტს, სტამბოლში გამართავს, სადაც დიდი ალბათობით, მერსესაიდელი ფანები სტადიონზე შეაღწევენ. აი, 18 მარტს, საპასუხო მატჩის დროს კი, სტუმართა ფანებისთვის განკუთვნილი ტრიბუნა ცარიელი იქნება.


თუმცა, ალბათ, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი, ლონდონური კლუბის ძირითად შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილის ხილვა უფროა.