
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი სამწუხაროდ მარცხით დაიწყო. ირის ანტმანის გუნდი კრეტაზე ძირითადი გუნდის ოთხი მოთამაშის (თეონა ბაქრაძის, სალომე გასვიანის, ანი აკობიძისა და ანასტასია ბოლქვაძის) გარეშე წავიდა, მოგვიანებით კი, ამ ჩამონათვალს ეთერ სულაშვილიც დაემატა. შესაბამისად, ქართველთა მწვრთნელს ბევრი რამის გადაწყობა მოუხდა.
პირველ შეხვედრაში კი, ჩვენი გუნდი კრეტაზე, საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. თამაში, მასპინძელთა უპირატესობით გაიმართა და ქართული გუნდიც უმკლავდებოდა მეტოქეთა შეტევებს, თუმცა, რიგ მომენტებში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ გოგონებს შორის კომუნიკაცია არ იყო. ასეთ მომენტებში ბურთს, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი უაზროთ ვკარგავდით - არსაიდან ჩნდებოდა მოწინააღმდეგე, ან ჩვენ ვაგვიანებდით ბურთზე გასვლას, ან სულაც სხვის იმედად ვტოვებდით მომენტს და საბოლოოდ ბურთი მეტოქეს რჩებოდა. ეს დეტალები, ალბათ იმ ჩამონათვალიდან არის, რომელსაც ირის ანტმანი, სამწვრთნელო შტაბთან ერთად აუცილებლად გააანალიზებს.
მიუხედავად იმისა, რომ გოლი პირველ ტაიმში, მე-20 წუთზე სტანდარტულის შემდეგ გავუშვით, მეორე ტაიმის ბოლო მესამედში, ნაღდად გვქონდა ანგარიშის გათანაბრების საშუალება, თუმცა, ამ მომენტის საპასუხოდ, გოლი ჩვენ კარში გავიდა, მე-80 წუთზე. ალბათ, აქ აუცილებლად მსაჯებზე უნდა ვთქვათ ცოტა - მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ნიდერლანდელ მთავარ და ლიეტუველ გვერდითა მსაჯებს ჩვენს საწინააღმდეგოდ ბევრი მომენტი გაეპარათ. გასაგებია, რომ მსაჯმა მისცა გოგონებს თამაშის უფლება, თუმცა, ეჭვს ის გარემოება იწვევს, რის გამოც მაგალითად პირველ ტაიმში მცველი მარიამ კალანდაძე გაგვიფრთხილა, მეორე ტაიმში კი, ზუსტად ზემოთხსენებული გოლის მომენტში, იმავე მარიამზე ჯარიმა არ დაუფიქსირა ბერძნებს და ჩვენ გოლი გაგვივიდა.
ბუნებრივია, ეს გამართლება არაა და ხშირად, მითუმეტეს ქალთა ფეხბურთში და განსაკუთრებით გასვლებზე, მსაჯთა ასეთი ქცევა არ გვიკვირს, თუმცა, ალბათ, მთელი თამაში, რომ რომელიმე გუნდის წარმომადგენელი, მეოთხე მსაჯთან ქრონიკულ დიალოგში იყოს, მინიმუმ ყვითელი ბარათით დაისჯებოდა - კრეტაზე კი, როგორც ჩანს მსგავსი მოსულა. მოკლედ, სადაც VAR-ი არ არის იქ VARაუდით ვართ!
ერთი დეტალი - ის ფაქტორი, მაგალითად მსაჯის დამოკიდებულება თუ კაცებს, არ აჭრის, ქალთა სპორტში ეს უფრო ემოციებთან კავშირში მოდის. თუმცა, ისევ ვიმეორებ, ეს მარცხის გამართლება არაა და ანალიზი და გამოსავალი აუცილებელად სანახავია. ასეა თუ ისე, აჭრილ საქართველოს ნაკრებს, რომელიც ბოლო წუთებში განსაკუთრებით გააქტიურდა კიდევ ერთი გოლი გაგვიტანეს და საბოლოოდ, 3-0 (იხილეთ სტატისტიკური ჩანაწერი) მოგვიგეს. საქართველოს ნაკრებიდან ალბათ, დღეს თუ ვინმეს გამოვყოფდით, თათია გაბუნიაა, გუნდის მეკარე არა მხოლოდ კარში იდგა საიმედოდ, გასვლებზეც საკმაოდ დიდ სამუშაოს ასრულებდა.
შესარჩევი ჯგუფის მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი აპრილში გამართავს ფარერის კუნძულის ნაკრების წინააღმდეგ.
ფოტო: (c) ΕΛΛΑΣ ΕΘΝΙΚΗ ΟΜΑΔΑ





ჩვენ








