
ალბანეთში დასრულდა მორიგი სარეიტინგო ტურნირი ჭიდაობაში. ამჯერად, ტირანას ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ასპარეზობდნენ. საერთო ჯამში ქართული გუნდი 8 წონით კატეგორიაში იყო წარმოდგენილი 11 ფალავნით. ამასთან, ჩვენს გუნდს სამი წონა გაორებული ჰქონდა:
60 კგ - ვახტანგ ლოლუა, დიმიტრი ხაჩიძე
63 კგ - ფრიდონ აბულაძე
67 კგ - ჯონი ხეცურიანი, დიეგო ჩხიკვაძე
72 კგ - იური ლომიძე
77 კგ - რამაზ ზოიძე
87 კგ - ლაშა გობაძე, გელა ბოლქვაძე
97 კგ - გიორგი მელია
130 კგ - სულხან ბუიძე,
ვიდრე უშუალოდ მედალოსნებზე გეტყვით და ასეთები, ბუნებრივია გვყავდა, უნდა აღვნიშნოთ, რომ 60კგ წონაში, რომელიც ოლიმპიური წონაა, დებიუტი ჰქონდა ვახტანგ ლოლუას. თუმცა, ამ ჯერზე, ამ წონაში, იმედის მომცემმა ქართველმა ფალავანმა მედლის მოგება ვერ მოახერხა.
ქართული გუნდიდან მედლები 67 კგ წონით კატეგორიაში ავიღეთ - ვერცხლი და ბრინჯაო. ქართველებიდან, ალბანეთის სარეიტინგო ტურნირზე, ფინალში დიეგო ჩხიკვაძე გავიდა, სადაც სამწუხაროდ ყაზახ მეირჟან შერმანხაბეტთან 5-1 დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. ამავე წონაში, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა ჯონი ხეცურიანმა, რომელიც აზერბაიჯანელი მაჰამად შუქურზადეს დაუპირისპირდა და 2-1 დაამარცხა.
72 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მოიგო იური ლომაძემ, რომელმაც ფინალში აზერბაიჯანელი რუსლან ნურულაიევი 7-4 დაამარცხა.
კიდევ ერთი მედალი 87კგ წონაში მოვიგეთ. ფინალში ლაშა გობაძემ იასპარეზა, თუმცა, ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელთან, ალან ოსტაევთან 12-5 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
97 კგ წონაში ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი ქონდა გოირგი მელიასაც, თუმცა, ქართველი ტრავმის გამო, ბრძოლაზე არ გამოცხადდა და შესაბამისად, მე-5 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.
სართო ჯამში ქართველმა კლასიკებს ალბანეთიდან 4 მედალი მოაქვთ.





ჩვენ








