
ნიონში დღეს ყველაზე ბოლის უეფა-ს ევროპა კონფერენს ლიგის 2025-26 წლების სეზონის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ევროპის რანგით მესამე ტურნირზე ორი ქართველი ლეგიონერი ირაკლი აზაროვი „შახტართან" და თორნიკე მორჩილაძე „რიეკასთან" ერთად იასპარეზებენ. თავშივე ვთქვათ, რომ 1/8-ფინალური თამაშები 12 და 19 მარტს გაიმართება. ორ-რაუნდიანი დუელის პირველი დაპირისპირება წყვილში პირველად დასახელებული გუნდის სტადიონზე გაიმართება. მაშ ასე, 1/8 ფინალში დაწყვილდნენ:
„ლეხი" - „შახტარი"
„კრისტალ პალასი" - „აეკ" ლარნაკა
„სამსუნსფორი" - „რაიო ვალეკანო"
„სიგმა" - „მაინცი"
„ალკმაარი" -„ სპარტა"
„ფიორენტინა" - „რაკუვი"
„ცელიე" - „აეკ" ათენი
„რიეკა" - „სტრასბური"
ბუნებრივია, ორ-რაუნდში წყვილში გამარჯვებული გუნდები 1/4-ფინალში გადაინაცვლებენ, რომელიც 9 და 16 აპრილს გუამართება.
„ლეხი"/"შახტარი" - „ალკმაარი"/"სპარტა" (1)
„კრისტალ პალასი"/"აეკ" ლარნაკა - „ფიორენტინა"/"რაკუვი" (2)
„სამსუნსფორი"/"რაიო ვალეკანო" - „ცელიე"/"აეკ" ათენი (3)
„სიგმა"/"მაინცი" - „რიეკა"/"სტრასბური" (4)
სხვა ევროტურნირების მსგავსად, ამ შემთხვევაში, 1/2 ფინალში წყვილები შემდეგნაირად დაწყვილდებიან:
მეოთხედფინალი 1 - მეოთხედფინალი 2
მეოთხედფინალი 3 - მეოთხედფინალი 4
ნახევარფინალები კი, 30 აპრილსა და 7 მაისს გაიმართება. როგორც ხედავთ, ბადე ისეა აწყობილი, რომ „შახტარისა" და „რიეკას" წარმატების შემთხვევაში ქართველების გზები, 27 მაისს, ლაიფციგში, ფინალის დროს თუ გადაიკვეთება.





ჩვენ








