გიორგი ცხოვრებაძემ “ბარსელონას” ხუთი გოლი გაუტანა

27.02.2026
ავტორი: ხელბურთის ფედერაცია
გიორგი ცხოვრებაძე და "ზაგრები" ჩემპიონთა ლიგის მე-12 წრის მატჩისთვის "ბარსელონას" ეწვია და 26-46 (13-25) დამარცხდა. ზაგრებელთა მხრიდან 5 გოლით და ერთი ასისტით საუკეთესო იყო ქართველი ლეგიონერი.
მიმდინარე გათამაშებაში "ზაგრებისა" და "ბარსელონას" გზები შარშან, 25 სექტემბერს "ზაგრებ არენაზე" გადაიკვეთა და ის შეხვედრა მასპინძელთა წაგებით, 25-32 (12-17) დასრულდა. "ზაგრებისთვის" განმეორებითი მატჩი გაცილებით ცუდად წარიმართა. ფავორიტად შერაცხილმა "ბარსელონამ" თავიდანვე ხელთ იგდო უპირატესობა და ტაიმი 12-ბურთიანი უპირატესობით მოიგო.
„ბარსამ" მეორე ტაიმიც ასეთივე ტემპში წარმართა და შედეგად 20-ბურთიანი უპირატესობით გაიმარჯვა.
"ზაგრები" ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩს საკუთარ კედლებში პოლონურ "ვისლა პლოცკთან" 4 მარტს ჩაატარებს.





ჩვენ








