ამ კვირაში „კვარამ“ ბურთი ყველაზე მეტჯერ წაიღო წინ
ამ კვირაში „კვარამ“ ბურთი ყველაზე მეტჯერ წაიღო წინ
26.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ძველი მეგობრები ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია კვლავ „გუნდელები" არიან, თუმცა, ამჯერად, უეფა-ს მიერ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე კვირის გუნდში. მიუხედავად იმისა, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში, „კვარამ" პსჟ-ს რიგებიდან შეფასებითაც და ჩვენი სუბიექტური მოსაზრებითაც საუკეთესო მატჩი ჩაატარა, შეხვედრის ბოლოს, MVP-იდ მაინც დეზირე დუე აღიარეს. თუმცა, ფლეი-ოფის ეტაპის დასრულების შემდეგ, პარიზელთაგან, კვირის სიმბოლურ გუნდში, სწორედ ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.


მოგეხსენებათ, „კვირის გუნდს" რომელსაც Crypto.com-ი წარმოადგენს, უეფა-ს ტექნიკური დამკვირვებლების გამოცდილი ჯგუფი ასახელებს, რომლებიც ყველა თამაშს და შესაბამისად, ფეხბურთელების ქმედებასაც დეტალურად სწავლობენ. ამ არჩევანის გაკეთებაში კი, მათ ასევე ეხმარება ნიონში მყოფი  UEFA Game Insight Unit-ის ჯგუფი. ასე რომ ხვიჩა, სწორედ, მათ თვალთახედვაში აღმოჩნდა.


ნიშანდობლივია, რომ „კვირის გუნდში" მოხვდა „ბოდო გმილმტის" ორი ფეხბურთელი. ზოგადად, გუნდი იმდენად სენსაციურად თამაშობს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, ერთგვარი „ჩელენჯიც" კი შეიძლება მოეწყოს, ვინ შეაჩერებს „ბოდოს". მანამდე კი ამ გუნდიდან უეფა-ს რჩეულ კვირის ნაკრებში ნორვეგიული კლუბიდან ორი ფეხბურთელი მოხვდა, თუმცა, ისევე, როგორც „ატლეტიკოდან".


ბუნებრივია ჩვენ, ჩვენი ხვიჩა კვარაცხელია გვიხარია. ზოგადად კი, „კვირის გუნდი" უეფა-ს ვერსიით, ასე გამოიყურება:


იან ობლაკი „ატლეტიკო",  - რომლის „სეივიც" საკვანძო გახდა „ბრიუგესთან" დაპირისპირებაში. მისმა გრძელმა გადაცემას კი, ალექსანდერ სორლოთის გოლი მოჰყვა.


დავიდე ზაპაკოსტა „ატალატნა" - იმას გარდა, რომ ფეხბურთელმა „ბორუსიას" მეორე გოლი გაუტანა, თამაშში გამოავლინა სწორი ტაქტიკური ხედვა, ფიზიკური ძალა მარჯვენა ფლანგზე, რითაც უზრუნველყო შეტევის სიღრმე და ამის პარალელურად იყო სანდო მოთამაშე დაცვის ხაზში, დაცვიდან შეტევაში გადასვლის დროს.


ოდინ ბიორტუფტი „ბოდო/გლიმტი" - ცენტრალური მცველი, რომელიც „ბოდოს", „ინტერთან" დაპირისპირებაში დაეხმარა მდგრადობაში, მის შთამბეჭდავ თამაშს დავაში უკავშირდება, „ბოდოს" საჯარიმო მოედნიდან 6 გამოტანილი ბურთი და სამი ბლოკი.


ედმონდ ტაპსობა „ბაიერ ლევერკუზენი" - დომინირებდა ორთაბრძოლებში და 14-ჯერ მოახერხა ბურთის ართმევა, მეტჯერ, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მოთამაშემ ამ კვირაში გამართულ ჩემპიონთა ლიგის მატჩებში. ამით, მან მოახერხა ზედიზედ მეორედ მის გუნდს ჰქონოდა მშრალი თამაში.


უესტონ მაკკენი, „იუვენტუსი" - „გალათასარაისთან" წაგებულ მატჩში, მან მეოთხე გოლი გაიტანა ჩემპიონთა  ლიგაზე და ამას გარდა გამოირჩეოდა უბურთოდ, ენერგიული თამაშით, რა დროსაც ცხრაჯერ მოახერხა ბურთს დაუფლებოდა.


ხვიჩა კვარაცხელია, პსჟ - იმას გარდა, რომ მან პარიზელთა რიგებიდან „მონაკოს" მეორე გოლი გაუტანა, მან მოახერხა ბურთის წინ წაღება ვიდრე მიმდინარე კვირაში ნებისმიერმა ვინგერმა ან თავდამსხმელმა (442 მეტრი) და ამას გარდა 93%-იანი სიზუსტით „შეტევის ზონაში" 33 გადაცემა გააკეთა.


აურელინ ჩუამენი, „რეალი" - შთამბეჭდავად ითამაშა ბურთით და უბურთოდ. კეთილსინდისიერად ასრულებდა დაცვით ფუნქციას და მონაწილეობდა ორთაბრძოლების  ყველაზე ხშირად, ვიდრე „რეალის" სხვა რომელიმე მოთამაშე. ამასთან გაიტანა სეზონის პირველი გოლი, რომლითაც „ბენფიკას" გაუთანაბრეს მადრიდელებმა ანგარიში.


სანდრო ტონალი, „ნიუკასლი" - ენერგიული მოთამაშე ნახევარდაცვის ხაზში, რომელმაც გაიტანა პირველი გოლი და ამას გარდა ითამაშა გადამწყვეტი როლი, რათა მის გუნდს მოეხერხებინა ბურთის „გაჩერება" და კონტროლი მოედნის ცენტრში.


იენსა ჰაუგე, „ბოდო/გლიმტი",  - მთელი მატჩის მანძილზე მოწინააღმდეგისთვის იყო დიდი საფრთხე, საჭირო მომენტში პირველი გოლის გატანისას იყო სწორ ადგილას, გოლი კი, იყო მისი მეოთხე გოლი, რომელიც მან ბოლო ხუთ თამაშში გაიტანა. მოდენის მისეული ხედვის წყალობით, მან მოახერხა მეორე გოლისთვის ზუსტი გადაცემის გაკეთება და ამით, „ბოდოს" ზღაპარი გააგრძელა.


ალექსანდერ სორლოთი, „ატლეტიკო" -  „ბრიუგეს" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა, ითამაშა მთავარი როლი შეტევით თამაშში, აჩვენა ძალა და სიზუსტე, საჭირო ეფექტურობა ბურთის შენარჩუნებისას და თანაგუნდელების ჩართვის მცდელობა თამაშში.


ვიქტორ ოსიმენი, „გალათასარაი" - მისმა ცივსისხლიანმა დარტყმამ დამატებით დროში, ტურინში გამართლ სასეირო მატჩში შეცვალა თურქული გუნდის სასარგებლოდ ბალანსი, გაზარდა ანგარიში, მიმდინარე სეზონში 7 გოლამდე.


შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის წილისყრა ხვალ, 27 თებერვალს გაიმართება.



ინფორმაციის წყარო: © UEFA.com