
მილანი-კორტინას ოლიმპიური თამაშები ორ დღეში დასრულდება, თუმცა, ქართველმა სპორტსმენებმა მასზე გამოსვლა დაასრულეს. მათ შორის ნინო წიკლაურმა, სამთო-მოთხილამურემ, რომლისთვისაც 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშები რიგით მეხუთე იყო. საერთო ჯამში კმაყოფილი შედეგით არ ვარ მაგრამ ნამდვილად ბედნიერი ვარ რომ აქამდე მოვედიო, გვეუბნება ლაპარაკში. სწორედ ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი შეკითხვა ნინოსთან, მომავალ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ეხებოდა, რომელიც 2030 წელს საფრანგეთის ალპებში იგეგმება.
„სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, დღევანდელი გადმოსახედიდან მხოლოდ ამ სეზონის კარგად დასრულებაზე ვარ კონცენტრირებული და დიდი სურვილი მაქვს, რომ მომავალ წელს მსოფლიოს ჩემპიონატზეც გამოვიდე, მაგრამ ეს ყველაფერი ამ სეზონის შემდეგ გადაწყდება. კიდევ ერთ ოლიმპიადას კი, ამ მომენტში ნამდვილად არ განვიხილავ," - ამბობს ნინო წიკლაური TSFF.Ge-სთან ლაპარაკში.
მეხუთე ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე კი, ნინო წიკლაურმა ქართველი ოლიმპიელების სახელით ფიცი დადო. წესით ხუთგზის ოლიმპიელი, რომელიც არაერთხელ ყოფილა ჩვენი გუნდის მედროშე, მილანშიც გახსნის ცერემონიაზე, ქვეყნის დროშით უნდა წარმდგარიყო, თუმცა, ბოლო მომენტში, ორგანიზატორებმა „წესები" შეცვალეს და გამომდინარე იქიდან, რომ გახსნის ცერემონია, პარალელურად სამ ლოკაციაზე გაიმართა, ნინომ, მხოლოდ კორტინაში გამართულ აღლუმში მიიღო მონაწილება.

„მეხუთე ოლიმპიადა იყო. ვიცი, რომ უზარმაზარი ძალა და შრომა ჩავდე აქამდე რომ მოვსულიყავი, ამდენისთვის მიმეღწია და საქართველოს სახელი ამ სპორტში გამემყარებინა. თუმცა, ჯერ ამას ბოლომდე კიდევ ვერ ვაანალიზებ. ალბათ, მეტი დრო მჭირდება, რომ ამ ოლიმპიადის შედეგებს შევეგუო", - ამბობს ნინო.
32 წლის ქართველი ქალი სამთო-მოთხილამურე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ორ დისციპლინაში გიგანტურ სლალომსა და სლალომში ასპარეზობდა. ზუსტად ამ თანმიმდევრობით ქართველმა ჯერ ერთ, გიგანტურ სლალომში იასპარეზა და 49-ე ადგილით დაასრულა ასპარეზობა. აი, სლალომში კი, სამწუხაროდ, ქართველმა კარი გამოტოვა, ტრასა დაასრულა, თუმცა, ეს გამოტოვებული „კარი" ფინიშზე დაეწია და ასპარეზობას პირველი ცდის შემდეგ, დისკვალიფიკაციით დაემშვიდობა.
„ბევრი დეტალი არის რამაც ჩემს შედეგებზე ზეგავლენა მოახდინა. ვიცი, რომ საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი ტრავმებიდან გამომდინარე, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მეტი შემეძლო, განსაკუთრებით სლალომში. ეს, ჩემი კარიერის პირველი დისკვალიფიკაციაა და ცოტა რთულია შეგუება - ზუსტად ვიცი რა შეცდომაც დავუშვი და ეს, უბრალოდ ნერვების ბრალი იყო. ერთი ტექნიკური მონაკვეთი იყო, რომლის გავლაც ორნაირად შეიძლებოდა, ნამეტანი ბევრი ვიფიქრე ამ მონაკვეთზე და ზუსტად მანდ დავუშვი შეცდომა. დიდი შეცდომაც არ ყოფილა, სულ რაღაც 10 სანტიმეტრის მერე რომ მომეხვია, ყველაფერი კარგად იქნებოდა მაგრამ რთულია განსაზღვრო როცა სრიალებ,"- ამბობს ნინო.
![]() |
![]() |
![]() |
სამწუხაროდ, ჩვენ ვერც ოლიმპიურ თამაშებზე და შესაბამისად, ვერც კორტინაში მოვხვდით. თუმცა, ისევე, როგორც ქართული დელეგაციის ის წარმომადგენლები, ოლიმპიური თამაშების დროს იტალიაში იმყოფებოდნენ. მილანის ოლიმპიური სოფლიდან კორტინამდე, სადაც ნინო წიკლაური ასპარეზობდა საკმაოდ რთული აღმოჩნდა მოხვედრა. სამაგიეროდ, ნინო საქართველოში ჩამოსვლას აპრილში გეგმავს. ასე რომ ჩვენი გვერდი შეეცდება, ქართველ ოლიმპიელთა შეხვედრას და ბევრ საინტერესო თემაზე დალაპარაკებას.
ფოტოები (c) ნინო წიკლაურის ინსტაგრამ გვერდიდან





ჩვენ











