რიშო ბენუას მილანური დეფილე და ქართული ისტორიის ნაწილი
რიშო ბენუას მილანური დეფილე და ქართული ისტორიის ნაწილი
19.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ფიგურულ ციგურაობაში ქართულმა სპორტმა ახალი გვერდი დაწერა და გადაშალა. გადაშალა, რადგან ის, რაც მოხდა უკვე წარსულია და მომავალში, მეტის მოლოდინი გვაქვს. სპორტის სახეობაში, რომელიც საქართველოში ახლა იკიდებს ფეხს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში (გასული საუკუნის 70-80-იან წლებში), სპორტის სასახლის გვერდით, ყინულის მოედანზე ჩემი მამიდაშვილი  დადიოდა ციგურაობაზე, წარმოუდგენელი იყო, ჩვენი ქვეყნის სახელი მსოფლიოს უძლიერესებს შორის გაგვეგო. დღეს კიდევ, ეს რეალობაა და ახლა, ახალი სიმაღლეები გვაქვს შესატევი. მითუმეტეს, რომ თაობა მოდის, ბათუმში, ქუთაისში, თბილისში დაბადებული ბავშვებით, რომლებიც, ახლა, როცა სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა გვაქვს და შესაბამისად, ერთ სპორტსმენსაც არ მივახარჯავთ, მთელი წლის სპორტის ბიუჯეტს, რათა ეს უკანასკნელი საქართველოს ფარგლებს გარეთ მოემზადოს... მოემზადოს, თუნდაც, ქორეოგრაფიულ ნაწილში მათი მწვრთნელი ფრანგი რიშო ბენუა იყოს, რომელიც შესაძლოა, გადაბმულად მათ ცოცხალ ვარჯიშს, საფრანგეთში კი, ჩვენები რომ იქ ვარჯიშობდნენ, მხოლოდ ერთი კვირა დაესწროს.  


რიშო ბენუა - საქართველოს ფიგურული მოციგურავეების ნიკა ეგაძის, ასევე, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ქორეოგრაფი არის. მილანი-კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ინდივიდუალური ასპარეზობისას, ფრანგი კი იყო ერთ ლუქზე, თუმცა, გუნდურის ასპარეზობისას, თითქმის, მთელი დღე „დეფილე" ჰქონდა...


რიშო, მილანი-კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, აღმოჩნდა 16 მონაწილის ქორეოგრაფი, მათ შორის 12 სპორტსმენის, რომელიც ერთეულთა თანრიგში ასპარეზობდა, ასევე ოთხი წყვილის. საერთო ჯამში ფრანგი სპეციალისტის 13 ქვეყნისთვის იბრძოდა ოლიმპიური მედლებისთვის და მათ შორის იყო საქართველოც.


აქვე გეტყვით, ან ვინც ჩვენს გვერდს კითხულობს, გეტყვით, რომ რიშო საქართველოში 2025 წლის დეკემბრის დასაწყისში იყო და ნიკა ეგაძის, ასევე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილის წვრთნის პროცესში იყო ჩართული, რათა მთელი რიგი დეტალები დაეხვეწა. შესაბამისად, ნიკაც და ნასტიასა და ლუკას წყვილიც ერთ თვეში ევროპის ჩემპიონები გახდნენ. რამდენიმე დღის წინ კი, მეტელკინა-ბერულავას წყვილმა პირველი ოლიმპიური მედალი მოიგო.