
სანაკრებო შესვენებისა და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ხელბურთში, საკლუბო ცხოვრება გადამწყვეტ ფაზაში შედის. განახლდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაც. „ზაგრების" ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ცხოვრებაძემ, რომელიც ზედიზედ მეორედ, ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე თვალში საცემი და შედეგიანი მოთამაშე იყო, ხელბურთში, ჩემპიონთა ლიგაზეც შედეგიანად გააგრძელა ასპარეზობა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველს არც თუ ბევრი სათამაშო დრო მიეცა და ამასთან მისმა გუნდმა პსჟ-სთან საშინაო შეხვედრა 24-35 (10-18) წააგო, ცხოვრებაძე თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო. ქართველმა შვილი შესაძლებლობიდან 5 გოლი გაიტანა. ამასთან, გოლების ახსნა მოედანზე შემოსვლისთანავე გაიტანა, პირველივე მცდელობიდან.
„ჩვენ არცერთ თამაშში არ გავდივართ იმ ფიქრით, რომ ვინმე ჩვენზე უკეთესია. ვფიქრობ, დღესაც შეგვეძლო უკეთესად გვეთამაშა. წავაგეთ, მაგრამ ეს სამყაროს დასასრული არ არის - ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თამაში. სულ ეს არის", - ამბობს ცხოვრებაძე მატჩის შემდეგომ კომენტარში, რომელსაც „ზაგრების" ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„ზაგრები" ამ, ჯგუფურ ეტაპზე სამწუხაროდ, ბოლო ადგილზეა და მომავალ შეხვედრას, 26 თებერვალს „ბარსელონას" წინააღმდეგ, გასვლაზე ჩაატარებს.





ჩვენ








