სამთო-მოთხილამურეებმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულეს
სამთო-მოთხილამურეებმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულეს
18.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს კორტინაში, სამთო-სათხილამურო სახეობებში ბოლო შეჯიბრი გაიმართა. ქალთა შორის სლალომში იასპარეზე ჩვენმა სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაურმა, რომლისთვისაც მილანი-კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშები რიგით მეხუთე იყო.


სლალომში, ჩვენმა წარმომადგენელმა სტარტი 79-ე ნომრით აიღო და 53-ე შედეგით ეშვებოდა, რომ არა შეცდომა ტრასაში, გამოტოვებული კარი, რომელიც ფინიშის შედმეგ მას, დისკვალიფიკაციად დაუჯდა.


აღნიშნულ დისციპლინას პირველი ცდის შემდეგ, ამერიკელი მიკაელა შიფრინი ლიდერობდა 47.13 დროით, რომელმაც მეორე ცდაში +0.58 წააგო თანაგუნდელთან, თუმცა ორი ცდის ჯამში 1:39.10 დრო აჩვენა და ოლიმპიური თამაშის ოქროს მედალს დაუფლა.