ქართველი ჯუდოკა ქალებიდან წლის პირველი მედალი მარიამ ჭანტურიას ანგარიშზეა
ქართველი ჯუდოკა ქალებიდან წლის პირველი მედალი მარიამ ჭანტურიას ანგარიშზეა
16.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

2026 წლის სეზონზე, სენიორ ქალთა შორის პირველი მედალი მარიამ ჭანტურიამ მოიგო. 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონმა შერეულ გუნდურ ასპარეზობაში, ბრინჯაოს მედალი 14-15 თებერვალს სლოვენიაში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე მოიგო.


აღნიშნულ ტურნირზე საქართველო გოგონათა გუნდით იყო წარმოდგენილი, რომელშიც მარიამის გარდა, ქართველი გოგონები კიდევ, ოთხ წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ:


-52 კგ ნინო თათრიშვილი

-57 კგ ნინო ლოლაძე

-63 კგ ნინო წიკლაური

-70 კგ ნინო გულბანი


რაც შეეხება მარიამ, ქართველმა ჯუდოკამ, რომელმაც სლოვენიაში -78 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა, პირველი წრიდან დაიწყო და ორი შეხვედრა მოიგო, თუმცა, ფრანგ ემა ნგუიმგოსთან წააგო და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ბელგიელი ვიკი ვერშაერე დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.  


ფოტო: © EJU