
შერეულ წყვილებში მოგებულ ბრინჯაოს მედალს, მარიამ მარშავამ დღეს, ქალთა შორის, სოლო ტურნირის ოქრო დაუმატა.
ბურგასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 10 მეტრიან პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ქართველმა ჩუბინმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და 23 ქულით (8, 8, 7) პირველი-მეორე ადგილები გაიყო პირად პირველობაში გამარჯვებულ ესპანელ ინეს კასტრო ორტეგასთან და ამასთან, შევიდა კვალიფიკაცია გავლილ იმ 17 სპორტსმენს შორის, რომლებმაც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზეს.
მარიამმა, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიც წარმატებით გაიარა და 43 ქულით (8, 8, 7, 7, 5), ჩეხ ვიქტორია სიდლეროვასთან ერთდ I-II ადგილები გაინაწილა. დებულების თანახმად, ამ შედეგით, ორივე სპორტსმენი ოქროს მედლისთვის აგრძელებდა ასპარეზობას. ფინალში, მარშავამ ჩეხი მეტოქე დაძაბულ და დრამატულ პაექრობაში 15-13 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
დღესვე, სოლო ტურნირში იასპარეზა გიორგი მუმლაძემაც, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია - 16 ქულით (6, 5, 5) 81 მონაწილეს შორის 56-ე ადგილზე გავიდა.
საერთო ჯამში, ქართულმა გუნდმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა, 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და ორი ბრინჯაოსი.





ჩვენ








