B2 ჯგუფი, სადაც შეუძლებელი არაფერია - ერთა ლიგაზე ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვა
B2 ჯგუფი, სადაც შეუძლებელი არაფერია - ერთა ლიგაზე ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვა
12.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

2026 წლის სექტემბრიდან საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის რიგით მე-5 გათამაშებაში დაიწყებს ასპარეზობას. ვილი სანიოლის გუნდი, საერთო ჯამში, შემოდგომაზე, ექვს შეხვედრას გამართავს და შეეცდება B2 ჯგუფში თავისი კვალი დატოვოს. რამდენიმე წუთის წინ ბრიუსელში ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების წილისყრა დასრულდა. ქართული გუნდის „ბედი“ პატრიკ ვიეირამ „განსაზღვრა“. ახლა ვნახოთ, რამდენად კარგი „ხელი“ ჰქონდა ფრანგს, ჩვენი ფრანგი მწვრთნელის გუნდის სახეიროდ.


საქართველოს ნაკრები, რომელიც B დივიზიონში მე-3 კალათში იყო განთესილი, მეორე ჯგუფში, უნგრეთის, უკრაინისა და ჩრდ. ირლანდიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. თამაშების ზუსტი კალენდარი სავარაუდოდ ხვალ დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. ჯგუფური ეტაპის მატჩები, 2026 წლის  სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში გაიმართება.


I ტური: 24-26 სექტემბერი

II ტური: 27-29 სექტემბერი

III ტური: 30 სექტემბერი-3 ოქტომბერი

IV ტური: 4-6 ოქტომბერი

V ტური: 12-14 ნოემბერი

VI ტური: 15-17 ნოემბერი


A/B  ასევე B/C ლიგებში დაწინაურების მეოთხედფინალები და ფლეი-ოფები 2027 წლის 2027 მარტს გაიმართება. მარტი კიდევ ჩვენი თვეა, მთავარია იქამდე მივიდეთ...


თუ, როგორ მოემზადება საქართველოს ნაკრები მომავალი თამაშებისთვის ამას, ჩვენი ვარაუდით, უახლოეს დღეებში შევიტყობთ. მანამდე კი, რაც ცნობილია, ვილი სანიოლის გუნდი 26 მარტს თბილისში, მიხეილ მესხზე ისრაელის, ხოლო 29 მარტს კაუნასში, ლიეტუვას წინააღმდეგ ორ ამხანაგურ სპარინგს ჩაატარებს.


დღევანდელი წილისყრის ყველა ჯგუფი და შედეგი:

 

 


ფოტო: (c)  Kristian Skeie - UEFA/UEFA via Getty Images