
ზუსტად ერთ კვირაში 18-დან 22 თებერვლის ჩათვლით, წყალბურთში, მორიგი ევროტურნირის ახალი ფაზა იწყება. ამჯერად, ლაპარაკია კონფერენს ქაფზე, რომელშიც „დინამო თბილისი" მიიღებს მონაწილეობას. ამავე ტურნირზე იასპარეზებს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი წყალბურთში, „აპოლო სპორტ მენეჯმენტი".
მეორე ჯგუფური ეტაპის თამაშებს, ქართველებისთვის კარგად ნაცნობი და თითქმის მშობლიური ნეაპოლი უმასპინძლებს. „დინამო თბილისი" D ჯგუფში, სერბულ „ცრვენა ზვეზდასთან", იტალიურ „პოსილიპოსთან", ფრანგულ „სეტესთან" და ესპანურ „მატაროსთან" ერთად იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ დინამოელები აღნიშნულ გათამაშებაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩართვნენ და კონფერენს ქაფ-ზე, ევრო თასიდან დაქვეითების შემდეგ გადაერთნენ.
რაც შეეხება „აპოლო სპორტ მენეჯმენტს", რომლებმაც ყველაზე ტიტულოვანი წყალბურთის კლუბის მსგავსი გზა გაიარა 2025-2026 წლების ევროტურნირებზე ის, C ჯგუფში, იტალიურ „დე აკერ თიმთან", უნგრულ „ენდო პლუს სერვიჩესთან", ფრანგულ „მონპელიესთან" და ხორვატულ „პრიმორიესთან" ერთად იასპარეზებს. ამ ჯგუფის თამაშები მონპელიეში ჩატარდება.
თამაშები, ოთხი დღის მანძილზე წრიული სისტემით ჩატარდება, მომდევნო ეტაპზე კი, ჯგუფის გამარჯვებულები და მეორე ადგილოსნები გავლენ. ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის ჩატარდება ¼ ფინალის წილისყრა, თუმცა, ეტაპი 20-22 მარტს არის ჩანიშნული. რაც შეეხება ოთხთა ფინალს, ის, 2026 წლის 2-3 მაისს არის დაგეგმილი.





ჩვენ








