
ქართული საფეხბურთო ლეგიონის „გოლების დღეები" გრძელდება. ბუნებრივია, რაც უფრო მეტხანს გაგრძელდება ჩვენთვის მით უკეთესო. დღეს „ესტაფეტა" გიორგი მიქაუტაძემ აიტაცა. კაცმა, რომელსაც ძალიან უყვარს „ბომბარდირი" ესპანური ლა ლიგის 23-ე ტურში ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ამასთან, ქართველი „ვილიარეალის" შემადგენლობაში საუკეთესო იყო და მთელი შეხვედრა გამორჩეული. ქართველმა გოლი 35-ე წუთზე გაიტანა. 55-ე წუთზე ჟორჟმა საგოლე გადაცემა გააკეთა, ქართველმა მოლეიროს გაატანინა. 73-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 4-0 იყო, ქართველი შეცვალეს. საბოლოოდ კი, შეხვედრა 4-1 დასრულდა. 23 ტურს შემდეგ, „ვილიარელის" 45 ქულა აქვს და მესამე-მეოთხე ადგილს იყოფს მადრიდის „ატლეტიკოსთან", თუმცა, ჟორჟის გუნდს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ესპანური ლა ლიგა 2-ის 25-ე ტურში გიორგი გულიაშვილის „სანტადერმა" „მირანდესს" უმასპინძლა და მინამალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 88 წუთი გაატარა, თუმცა, როგორც ჩანს, გიორგი ჯერ კიდევ, კლუბთან ადაპტაციის პროცესს გადის. ამასობაში, „სანტანდერი" 47 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია და ლა ლიგაში დაწინაურების ყველაზე რეალური კანდიდატი. თუმცა, ჩემპიონატის დასასრულამდე, ჯერ კიდევ ბევრი ტურია წინ.
რუმინეთის სუპერლიგის 26-ე ტურში ანრი მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატიამ" გასვლითი შეხვედრა ფრედ, 1-1 ითამაშა ბუქარესტის „დინამოსთან". მექვაბიშვილმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მინდორზე 80 წუთი გაატარა და საკმაოდ კარგი მატჩიც ჩაატარა. ამ შეხვედრაში ანგარიში დინამოელებმა გახსნეს, თუმცა, კრაიოველებმა 14 წუთში გაათანაბრეს და 26 ტურის შემდეგ, კვლავ სატურნირო ცხრილის სათავეში არიან.
ფრედ, 0-0 ითამაშა თორნიკე მორჩილაძის „რიეკამ" საშინაო შეხვედრა ზაგრების „დინამოსთან". ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ერთი ტაიმი ითამაშა. „რიეკა" 21 ტურის შემდეგ, 29 ქულით მე-5 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ ქართველის ახალი გუნდი 20 თებერვალს კვიპროსზე, უეფა-ს კონფერენს ლიგის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრას გამართავს „ომინიას" წინააღმდეგ. ბოლო ინფორმაციით, ხორვატულმა კლუბმა, უეფა-ს განაცხადში მორჩილაძის დარეგისტრირება მოახერხა. ასე რომ განახლებული სეზონიდან, ჩვენ კიდევ ერთი ქართველის ქომაგობა მოგვიწევს უეფა-ს ევროტურნირებზე.
ამ უქმეებზე არაფერი გვითქვამს პორტუგალიის ლიგაზე, სადაც ქართველების გუნდებმა ფრედ ითამაშეს, „ეშტორილმა" „ტონდელასთან" 2-2, ხოლო „პორტუმ" „სპორტინგთან" 1-1. ქართველებს, თამაშებში მონაწილეობა არ მიუღიათ.





ჩვენ








