
ხორვატიაში მიმდინარე სართაშორისო სარეიტინგო ტურნირზე დღეს, კიდევ ერთი ვერცხლის მედალი 72კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიკა ბროლაძემ მოიპოვა. ეს ქართული გუნდისთვის მეორე ვერცხლის მედალია. თუმცა, დღეს კლასიკებისთვის უფრო ნაყოფიერი დღე გამოდგა, რადგან ვერცხლის გარდა ბრინჯაოც მოვიგეთ - ის, 97 კგ წონი კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი მელიას ანგარიშზეა.
თუმცა, მოდით დავიცვათ თანმიმდევრობა - ზაგრებში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სარეიტინგო ტურნირის ბოლო დღეს, ხალიჩაზე ხუთ წონით კატეგორიაში შვიდი ფალავანი ასპარეზობდა:
55კგ - კობა ქარუმიძე
60კგ - გიორგი კოჩალიძე
72კგ - ნიკა ბროლაძე, მიშიკო ალექსანდრია
97კგ - ლუკა გაბისონია, გიორგი მელია
130კგ - რატი ტალიკიშვილი
ქართველებიდან დღეს, ფინალურ ბლოკში, სამმა სპორტსმენმა გააღწია. ნიკა ბროლაძემ 1/8ფინალში ინდოელი მალიკ კულდიფი 9-0 დაამარცხა, 1/4 ფინალში ამერიკელ სანჩოს 7-0 მოუგო, ხოლო 1/2 ფინალში უზბეკი შახზოდ კუჩკოროვი 7-2 დაამარცხა. ფინალში ქართველი სპორტსმენი ეგვიპტელ მუსტაფა ალამელდინს შეხვდა და სამწუხაროდ დამარცხდა 4-1.
ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავეს გიორგი მელიამ და რატი ტალიკიშვილმა. მელიამ, საკვალიფიკაციო ეტაპი 9-0 მოიგო, მეოთხედფინალში დაძაბულ შეხვედრაში წააგო ისლამ იევლოევთან 4-3 და დამამშვიდებელ წრეში გადაინაცვლა, სადაც სერბ უროს კრისტინს მოუგო და ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. მისი მეტოქე კი იქ, სერბეთის სახელით მოასპარეზე მიხეილ ქაჯაია იყო, რომელიც 2-1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
რაც შეეხება რატის, ტალიკიშვილი(130კგ) მეოთხედფინალში თურქ რიზა კაიასთან დამარცხდა, დამამშვიდებელ წრეში ამერიკელ აიდენ ჰამარ ატაოს 9-0 მოუგო და ბრინჯაოსთვის ყაზახი ოლჟას სირლიბაი დაუპირისპირდა, თუმცა, დამარცხდა 6-1 და მედლის გარეშე დარჩა.





ჩვენ








