
ქართული ლეგიონიდან დღეს „მთავარი" შეხვედრა, ბომბარდირს ჰქონდა. გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი" საშინაო კედლებში მადრიდის „რეალს" მასპინძლობდა. მიუხედავად ჟორჟის რამდენიმე მცდელობისა ეაქტიურა, დღეს, ქართველს, თუმცა, არა მხოლოდ მას, თამაში არ წაუვიდა. სველი მინდვრის საფარის და მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, „ყვითელი წყალქვეშა ნავისთვის" როგორც ჩანს მოულოდნელი გამოდგა 47-ე წუთზე მბაპეს მიერ გატანილი გოლი, რომელმაც, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პენალტიც გაიტანა და „რეალს" 0-2 მოაგებინა. ესპანური ლა ლიგის 21-ე ტურის შემდეგ, „რეალმა" 51 ქულა დააგროვა და „ბარსელონას" მინიმუმ ამ ტურის ბოლომდე 3 ქულით გადაასწრო. რაც შეეხება „ვილიარეალს" მას, ერთი თამაშით ნაკლები და 41 ქულა აქვს, თუმცა, ისევე, როგორც მადრიდის „ატლეტიკოს", რომელთანაც 3-4 ადგილებს იყოფს.
იტალიის სერია A 22-ე, სერია B-ში კი, 21-ე ტური გაიმართა. ძლიერთა ლიგაში „კომომ", „ტორინოს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 6-0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, „ტორინოს" გუნდის ჩანაწერში კვლავ გამოჩნდა, ქართველო მცველის, საბა საზონოვის სახელი. მართალია, საბა, მატჩის განაცხადში არ ყოფილა, თუმცა, ამჯერად, გუნდმა მიანიშნა, რომ საზონოვს მუხლის ტრავმის გამო უწევს 22-ე ტურის ამ მატჩის გამოტოვება. 22 ტურის შემდეგ კი, „ტორინოს" 23 ქულა აქვს და 14-15 ადგილზეა.
რადგან სიტყვამ ტრავმა მოიტანა ვთქვათ, რომ კვლავ გაუცდა შეხვედრა გაბრიელ სიგუას, რომლის „ლოზანამაც" შვეიცარიის სუპერ ლიგის 21-ე ტურში „გრასჰოპერსთან" საშინაო მატჩში ფრედ ითამაშა, 1-1 და ახლა, 28 ქულით, სატურნირო ცხრილის მე-7 ადგილზეა.
ძირითად შემადგენლობაში დაიწყო იტალიის სერია B-ს 21-ე ტურში, „ფროზინონეს" შემადგენლობაში თამაში გიორგი კვერნაძე. ქართველის გუნდი, საშინაო შეხვედრაში „რეჯინას" დაუპირისპირდა და 1-0 გაიმარჯვა. ეს გოლი კი, 57-ე წუთზე, სწორედ 22 წლის ქართველმა გაიტანა, რომელმაც საბოლოოდ, ორივე გუნდის შემადგენლობიდან, ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. „კვერნა" 86-ე წუთზე შეცვალეს. მისი გუნდი კი, 45 ქულით, სატურნირო ცხრილის ლიდერია.
აქვე გეტყვით, რომ იტალიაში ქართული ლეგიონის კიდევ ერთი წარმომადგენლის საბა გოგლიჩიძის „უდინეზეს" 22-ე ტურის გასვლითი შეხვედრის თამაში, 26 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე მოუწევთ.
ინგლისის ჩემპიონშიფის 29-ე ტურში, გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი" გასვლაზე „ბლექბერნს" დაუპირისპირდა და ფრედ, 1-1 ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა სათადარიგო სკამიდან დაიწყო ის, მოედანზე პირველივე ტაიმში, 42-ე წუთზე გამოჩნდა. ამ მომენტისთვის უკვე თამაშის საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო. შესაბამისად, მეორე ტაიმშიც არაფერი შეცვლილა. ახლა, „ჩაკვეს" გუნდი, 43 ქულით მე-8 ადგილზეა.
საფეხბურთო სეზონი განახლდა ხორვატიაში - ქვეყანაში, სადაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „დინამო თბილისიდან" თორნიკე მორჩილაძე გადავიდა და პირველივე ამხანაგურ შეხვედრაში თავი გატანილი გოლითაც გამოიჩინა. თუმცა, დღეს, თოკოს, „რიეკას" მაისურით, ხორვატიის ჩემპიონატში საშინაო კედლებში სადებიუტო შეხვედრა ჰქონდა. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, საკმაოდ მაღალი შეფასებაც მიიღო. რაც შეეხება „სლავენი ბელუპოსთან" დღევანდელ შეხვედრას, მასპინძლებმა სწრაფი გოლი გაუშვეს და ტაიმის ბოლოს, ათნიც დარჩნენ, თუმცა, მეორე ტაიმში, „რიეკამ" ორჯერ მოახერხა გათანაბრება და საბოლოოდ, ფრედ 2-2 ითამაშა. „მორჩილას" გუნდი 28 ქულით, მესამე ადგილზეა.
რუმინეთის სუპერ ლიგის 23-ე ტურში, სამი ქულა ჩაიწერა „უნივერსიტატიამ". კრაიოველებმა, „ბოტოსანს" უმასპინძლეს და მეორე ტაიმში გატანილი გოლების წყალობით, 2-0 გაიმარჯვეს. ანრი მექვაბიშვილმა, ტრადიციულად ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და საკმაოდ კარგი თამაში ჩაატარა, თუმცა, ქართველი 78-ე წუთზე შეცვალეს. 23 ტურის შემდეგ, „უნივერსიტატიას" 46 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა.
და ბოლოს, პორტუგალიის ლიგის მე-19 ტურში, ნოდარ ლომინაძის „ეშტორილმა" 4-2 დაამარცხა „გიმარაეში" და სატურნირო ცხრილში უშუალო მეტოქეს ერთი ქულით გადაასწრო. ნოდარის გუნდს, 26 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა. რაც შეეხება ქართველს მან, ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და პირველ ტამში, ყვითელი ბარათი მიიღო. ქართველი მეორე ტაიმში შეცვალეს.
დღეისათვის ეს იყოს, დანარჩენს ხვალ დავუბრუნდებით.

|
|
|





ჩვენ







