
ვიდრე, დიანა დევისი და გლები სმოლკინი, დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბოლო შეჯიბრზე, მედლების მაძიებელი ბოლო ხუთეულის გამოსვლას თვალს ადევნებდა, თბილისში მოთოვა. სამაგიეროდ, ქართული გუნდისთვის ცხელი ამინდი გაგრძელდა შეფილდ არენაზე.
ქართული გუნდის ბოლო მონაწილეებმა სპორტულ ცეკვებში, პირველი დისციპლინის დროს, რიტმულ ცეკვებში არა მარტო თავისუფალ პროგრამაში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, არამედ მეექვსე შედეგით დაასრულეს ასპარეზობა. ეს კი ნიშნავდა რომ საქართველოს წარმომადგენლები დღეს, 17 იანვარს, უძლიერესი ხუთეულის წინ იასპარეზებდნენ. მართლაც, დიანამ და გლებმა, მიუხედავად იმისა რომ, მსაჯებისგან, 120.64 (67.72/52.92) ქულა დაიმსახურეს და ბოლო ხუთეულამდე გამოსულ წყვილებს შორის მე-2 შედეგი აჩვენეს, ორი პროგრამის ჯამში, დევისმა და სმოლკინმა 199.31 ქულით, შუალედური ლიდერობა მოახერხეს. საბოლოოდ კი, ისევე, როგორც რიტმულ ცეკვებში, აქაც, მე-6 და ორი პროგრამის ჯამშიც მე-6 ადგილით დაასრულეს ევროპის ჩემპიონატი.
„ვთვლი, რომ ამ შეჯიბრზე ჩვენ მივაღწიეთ მიზანს. შეგვიძლია უკეთესადაც ასპარეზობა, თუმცა, ჩვენი მწვრთნელები ორივ პროგრამით კმაყოფილები არიან. ცალსახად კარგი პროგრამაა. პატარა კორექტივები შევიტანეთ და ვამჩნევ, რომ ისინი მუშაობენ. მოუთმენლად ველით მომდევნო შეჯიბრს, ოლიმპიადას".
თუმცა, მანამდე მიდა მივულოცო ჩვენს შესანიშნავ საქართველოს ნაკრებს, ნიკა და სპორტულ წყვილს. ასევე ნასტიას, შესანიშნავი თავისუფალი პროგრამის გამო, თუმცა ვთვლი, რომ ეს არ არის ის შედეგი, რასაც იმსახურებს. წარმოუდგენლად კარგი გუნდი გვყავს და ეს მხოლოდ ოლიმპიური თამაშების გამო არაა ასე. საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი ვართ და რა თქმა უნდა მომავლისკენ ვიყურებით. მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიური თამაშები იტალიაში ტარდება, ვფიქრობ, გუნდურ შეჯიბრში, შეგვწევს უნარი ბევრ გუნდს პრობლემა შევუქმნათ და ამავდროულად ინდივიდუალურშიც წარმატებით ვიასპარეზოთ", - ამბობს გლები შეჯიბრის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური თამაშებო იტალიაში, თებერვლის დასაწყისში დაიწყება. ასე, რომ ჩვენს გუნდს, საკმაოდ მცირე დრო რჩება, რომ წარმატება გაიაზრონ და ცივ გონებაზე განაგრძონ მზადება ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის.





ჩვენ










