13-დან 3 ნომინაციაში საუკეთესოდ, ქართული სპორტული მედია ჩაკვეტაძეს ასახელებს
13-დან 3 ნომინაციაში საუკეთესოდ, ქართული სპორტული მედია ჩაკვეტაძეს ასახელებს
25.12.2018
ავტორი:


რამდენიმე დღეში, თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. იმ წლის, რომელმაც მოახერხა ქვეყანაში, ფეხბურთისადმი გულშემატკივრის შემობრუნება და ახლა, სრულიად ქართული საფეხბურთო სამყარო, მომავალი 2019 წლის და ახალი შედეგების მოლოდინშია.

განვლილი წელი შეაფასა თითქმის ყველა სპორტულმა მედია-საშუალებამ, ვინც ასე თუ ისე 2018 წლის ქართულ საფეხბურთ ცხოვრებას თვალს ადევნებდა და აშუქებდა. გამონაკლისი არც TSFF.GE არის, რომელიც მთელი წლის მანძილზე საქართველოს თითქმის, ყველა რეგიონში, შეძლებისდაგვარად ცდილობდა დასწრებოდა და გაეშუქებინა საფეხბურთო თამაშები. მათ შორის, ეროვნული ლიგის, ლიგა 2-ის, საქართველოს თასის, უეფა-ს საკლუბო ტურნირები, სანაკრებო თამაშები, ქალთა ლიგისა და ქალთა სანაკრებო, მათ შორის ასაკიბრივი გუნდების თამაშები, ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის თუ სანაკრებო მატჩები.




სწორედ ამიტომ, სფფ-ს ოფიციალურ დაჯილდოებამდე, ჩვენ TSFF.GE-მ, ელიგის ჩვენი „სასტარტო" გუნდის დასახელება გადავწყვიტეთ. შესაძლოა ეს, ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ ჩატარებული სამუშაოდან გამომდინარე, ჩავთალეთ, რომ ეს უნდა გაგვეკეთებინდა. ელიგის 11 ფეხბურთელით დაკომპლექტებული გუნდი ჩვენეული ვერსიით, ასე გამოიყურება: როინ კვასხვაძე („ტორპედო"), გუჯა რუხაია („დინამო თბილისი"), ოლესანდრ აზაცკი („ტორპედო"), გიორგი რეხვიაშვილი („საბურთალო"), ლუკა ლაკვეხელიანი („საბურთალო), ოთარ კიტეიშვილი („დინამო თბილისი"), გიორგი კოხრეიძე („საბურთალო"), გიორგი ქიმაძე („ტორპედო"), ლეანდრო რიბეირო („დილა), ბუდუ ზივზივაძე („დინამო თბილისი"), გიორგი გაბედავა („ჩიხურა"). ჩვენი გადაწყვეტილებით, წლის საუკეთესო მწვრთნელი ელიგიდან ქუთაისის „ტორპედოს" თავკაცი კახა ჩხეტიანია. შესაძლოა, აქ ბევრს დაებადოს შეკითხვა რატომ არა ჩემპიონი გუნდის მწვრთნელი? და ეს აბსოლუტურად ლოგიკური კითხვაა. თუმცა, ჩვენი აზრით, უკვე მეორე სეზონია, პირველი 2 წრისა და სასტარტო „ალიაქოთის" შემდეგ, კახა ჩხეტიანი ახერხებს გუნდის „დაყენებას" და სეზონის ბოლოს მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევას. სხვა თუ არაფერი, „ტორპედო" საქართველოს თაისის მფლობელია და ამ თასამდე გუნდი თემატურად სწორედ, მისმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა მიიყვანა. თუმცა, ოდნავ ქვევით, 2018 წლის საუკეთესო მწვრთნელთა ჩამონათვალში ჩვენი ხმა ეროვნული ნაკრების თავკაცისკენ ვლადიმირ ვაისისკენ წავიდა და ამასაც ჩვენეული ახსნა აქვს.




28 დეკემბრამდე, როდესაც რუსთაველის თეატრში საქართველოს 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელებს დაასახელებენ, ჩვენ TSFF.GE-ს ბლიც გამოკიხვა ჩავატარეთ და მასში მონაწილეობა იმ მედია-საშუალებების 18 წარმომადგენელს ვთხოვეთ, რომლებიც მთელი წლის მანძილზე, მიმდინარე საფეხბურთო მოვლენებს, თითმქის მთელი საქართველოს მასშტაბით სისტემატურად, ნებისმიერ ამინდში, ჩვენთან ერთად იყვნენ და აშუქებდნენ (ერთი შენიშვნა - ჩვენ სპეციალურად ამ გამოკითხვაში არ ჩავრთეთ კომენტატორები, რადგან ვთვლით, რომ ჟურნალისტი და კომენტატორი, ერთი მოვლენის სხვადასხვა მიმართულებაა და ამოცანაც და მიზანიც სხვადასხვა აქვთ). ჩვენ ასევე არ გამოვკითხეთ მედიის ის წარმომადგენლები, რომლებიც კონკრეტულ მომენტში, სხვადასხვა საფეხბურთო კლუბების პრეს-სამსახურებს წარმოადგენენ. სამწუხაროდ, მედიის 18 წარმომადგენლისგან 3-მა პასუხები დაგვიგვინა და მათი ხმები, 2019 წლის რჩეულებისთვის შეინახება. 2019 წლიდან, საგანგებო ფორმატით, ჩვენ მომდევნო წლის საუკეთესოებს კვლავ გამოვავლენთ.




წელს კი მოკრძალებულად, ჩვენს გამოკითხვაში მონაწილეობდნენ: ალეკო კაკაურიძე (გაზეთი ლელო), დავით (ბასკი) სხირტლაძე (CRYSTALSPORT.GE), ბაჩო ცალუღელაშვილი (GOAL.GE), გალაქტიონ ესაკია (sportall.ge), გიორგი მელქაძე  (მსოფლიო სპორტი), დავით ერაძე (რუსთავი 2), დიმა შარიქაძე (CRYSTALSPORT.GE), ვახო გაფრინდაშვილი (ტვ იმედი), ილია ნანობაშვილი (LEADERSPORT.GE), ლევან ხარაზოვი  (MYSPORTS.GE), მეგი კუპატაძე (ეროვნული ლიგა), მერაბ მამულაშვილი (საზოგადოებრივი მაუწყებელი), საბა საპანაძე (AJARASPORT.GE), სოფო ერქვანია („მსოფლიო სპორტი" / „მასეტრო"). მათ ხმებს ჩვენი ვებ-გვერდის ხმაც დაემატა და საერთო ჯამში 15 ხმა, 13 ნომინაციაში შემდეგნაირად გადანაწილდა:

2018 წლის საუკეთესო მეკარედ როინ კვასხვაძე დასახელდა. ხმები კი შემდეგნაირად გაიყო: 

  • როინ კვასხვაძე - 11 ხმა
  • ლაზარე კუპატაძე - 2 ხმა
  • გიორგი ლორია - 2 ხმა




2018 წლის საუკეთესო მცველი მედიის აზრით, ორია -  გურამ კაშია და საბა კვერკველია.  ქართველმა ჟურნალისტებმა ამ ნომინაციაში საერთო ჯამში, 5 მცველი დაასახელეს.            

  • საბა კვერკველია - 5,5 ხმა
  • გიორგი რეხვიაშვილი -2 ხმა
  • მამუკა კობახიძე - 1 ხმა
  • გურამ კაშია - 5,5 ხმა
  • გაგი მარგველაშვილი - 1 ხმა




ყველაზე დიდი არჩევანი სპორტული მედიის წარმომადგენლებმა ნახევარმცველის პოზიციაზე წარმოადგინეს. თუმცა, დასახელებულ 7 კანდიდატს შორის ყველაზე მეტი ხმა, ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ დააგროვა. ის, ჩვენს მიერ გამოკითხული ქართული სპორტული მედიის აზრით საუკეთესოა 2018 წელს.                                                       

  • ჯაბა კანკავა - 5 ხმა
  • გიორგი დიასამიძე - 2 ხმა
  • ოთარ კიტეიშვილი - 1 ხმა
  • გიორგი ჩაკვეტაძე - 3 ხმა
  • ვაკო ყაზაიშვილი - 2 ხმა
  • ნიკა კვეკვესკირი - 1 ხმა
  • მათე ცინცაძე - 1 ხმა




საკმაოდ საინტერესო ვითარება შეიქმნა გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით. აქ, მედიის წარმომადგენლების აზრი ორად გაიყო. ნაწილმა გიორგი ნახევარმცველის პოზიციაზე დაასახელა საუკეთესოდ, ნაწილმა კი თავდამსხმელის. თუმცა, ასეც და ისეც, 2018 წლის საუკთესო თავდამსმელის ნომინაციაში მედიამ ეროვნული ლიგის ერთ-ერთ ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე დაასახელა.                                                          

  • გიორგი გაბედავა - 3,5 ხმა
  • ბუდუ ზივზივაძე - 5,5 ხმა
  • გიორგი ქვილითაია - 4 ხმა
  • გიორგი ჩაკვეტაძე - 2 ხმა




ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონის საუკეთესო ლეგიონერად - ვაგნერ გონსალვეში დაასახელეს. ამ ნომინაციაში, ჩვენს მიერ გამოკითხულთაგან, მხოლოდ ერთმა ვერ გააკეთა არჩევანი. ბევრს, კი როგორც სჩანს, არც კი გახსენებია, რომ დინამოელი გუჯა რუხაიაც ლეგინერია საქართველოს პირველობაზე.            

  • ვაგნერ გონსალვეში - 8 ხმა
  • ლეანდრო რიბეირო - 2 ხმა
  • ალვინ ფორტესი - 1 ხმა
  • ოლესანდრ აზაცკი - 1 ხმა
  • მიკოლა კოვტალიუკი - 1 ხმა
  • გუჯა რუხაია - 1 ხმა




პირადად ჩვენი გვერდისთვის ყველაზე რთული საუკეთესო ქართველი ლეგიონერი გამორჩევა იყო. ვინაიდან, ქართულ ლეგიონს საკმაოდ ნაყოფიერი წელი ჰქონდა. თუმცა, აშკარაა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე 2018 წელს ქართულ ფეხბურთში მოვლენა იყო. ამ ნომინაციაშიც, მედიამ, სწორედ მას მიანიჭა უპირატესობა.                                               

  • გიორგი ჩაკვეტაძე - 11 ხმა
  • გიორგი ხარაიშვილი - 3 ხმა
  • გიორგი მერებაშვილი -1 ხმა




დაგვეთანხმებით, რომ ერთი კალენდარული წლის მანძილზე, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, 5 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის გამორჩევა, არც თუ ურიგო საქმეა. თუმცა, აქაც, სასწორი კვლავ გიორგი ჩაკვეტაძემ გადაძალა.                 

  • ირაკლი ბუღრიძე - 2,5 ხმა
  • გიორგი ჩაკვეტაძე - 7,5 ხმა
  • გიორგი ხარაიშვილი - 1 ხმა
  • ლევან ხარაბაძე - 3 ხმა
  • ზუკა დავითაშვილი - 1 ხმა




ნომინაციაში წლის აღმოჩენა, გამოკითხულმა მედიამ ყველაზე მეტი ხმა „ჩიხურას" მოთამაშეს ირაკლი ბუღრიძეს მიაკუთვნა. ფეხბურთელს, რომელმაც არა მოლოდ საჩხერელები იხსნა ბევრ მატჩში, არამედ, ასაკიბრივ ნაკრებშიც ბევრი „ბომბი ააფეთქა".                   

  • ირაკლი ბუღრიძე - 7 ხმა
  • გიორგი ჩაკვეტაძე - 3 ხმა
  • ლევან ხარაბაძე - 1 ხმა
  • ლუკა ზარანდია - 2 ხმა
  • რევაზ ინჯგია - 1 ხმა




როდესაც საუკეთესო მეკარის, მცველის, ნახევარმცველისა და თავდამსხმელის ნომინაციებში საუკეთესოს დასახელება ვითხოვეთ, ჩვენს კოლეგებს დავუკონკრეტედ მხოლოდ, რომ ამ ნომინაციებში ქართველი უნდა დაესახელებინათ. ანალოგიურად არ დაგვიზუსტებია მწვრთნელის შესახებ კითხვაც. შედეგად ქართველმა ჟურნალისტებმა 2018 წლის მწვრთნელეთა ჩამონათვალში 4 პიროვნება შეიყვანეს. აქედან ყველაზე მეტი ხმა, ქვეყნის ჩემპიონი გუნდის თავკაცმა გიორგი ჭიაბრიშვილმა დააგროვა.                                                     

  • გიორგი ჭიაბრიშვილი - 10 ხმა
  • სოსო ფრუიძე - 1 ხმა
  • კახა ჩხეტიანი - 2 ხმა
  • ვლადიმირ ვაისი - 2 ხმა




ბუნებრივია, თუ ესწრები ეროვნული ჩემპიონატის თამაშებს და ასევე, ასაკობრივი თუ ქალთა ნაკრებების შეხვედრებს, იცი მსაჯების შესახებაც. ჟურნალისტთა გადაწყვეტილებით 2018 წლის საუკეთესო მსაჯად ირაკლი კვირიკაშვილი აღიარეს.                                                    

  • ირაკლი კვირიკაშვილი - 7 ხმა
  • გიორგი ვადაჭკორია - 3 ხმა
  • გიორგი ყრუაშვილი - 4 ხმა




ქალთა ფეხბურთი, რომელიც ბოლო წლებია აქტუალური გახდა ქართული ფეხბურთის სამყაროში, ნელ-ნელა ქალ ფეხბურთელებსაც აცნობს ქომაგებს და მათ შორის ჟურნალისტებსაც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უკვე 3 წელია ტარდება ეროვნული პირველობა, ქართველმა ჟურნალისტებმა, საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ნომინაციაში ის გოგონები დაასახელეს, რომლებსაც წლებია ეროვნული ნაკრებიდან იცნობენ. ქალთა შორის, 2018 წელს მედიამ, გულნარა გაბელია და ტატა მატვეევა გამოჰყო.

  • გულნარა გაბელია - 6 ხმა
  • ტატა მატვეევა - 6 ხმა
  • ლელა ჭიჭინაძე - 1 ხმა
  • ნინო პასიკაშვილი - 1 ხმა
  • ნინო სუთიძე - 1 ხმა




2018 წელი მნიშვნელოვანი იყო ფუტსალშიც. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ჩვენს გამოკითხვაში ფუტსალში საუკეთესო მოთამაშეც გვინდოდა გამოგვევლინა. მედიის წარმომადგენელთა აზრით საუკეთესოდ ზვიად კუპატაძე დასახელდა.                                             

  • რონინიო - 5 ხმა
  • ზვიად კუპატაძე - 7 ხმა
  • ირაკლი თოდუა - 1 ხმა
  • ვახტან ჯვარიშვილი - 1 ხმა
  • არჩილ სებისკვერაძე - 1 ხმა



და ბოლოს TSFF.GE-ს ვერსიით საქართველის 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში ქართულმა მედიამ ორი კანდიდატი დაასახელა, ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ეროვნული ნაკრების ახალი სახე-სიურპრიზი გიორგი ჩაკვეტაძე. ქართული მედიის ხმათა უმრავლესობიდთ (13 ხმა, 2-ის წინააღმდეგ) 2018 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად ახალგაზრდა გიორგი ჩაკვეტაძე აღიარეს. ფეხბურთელი, რომელმაც, ნაკრების მთავარი მწვრთნელის არაერთგზის განცხადების მიხედვით, „მთელი წელი ნაკრები ზურგით ატარა".             



               

შეგახსენებთ, რომ ეს იყო ჩვენი ვებ-გვერდის მიერ ჩატარებული გამოკითხვა. 28 დეკემბერს კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია  გაიმართება. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ ორგანიზებულ საღამოზე სტუმრების მიღება 18:00 საათიდან დაიწყება და ჩვენ შევეცდებით, პარალელურ რეჟიმში უშუალოდ მოვლენების ეპიცენტრიდან მოგაწოდოთ ინფორმაციები.



P.S. ალბათ, რომ შეიძლებოდეს "ყველაზე ექიმის" ნომინაციის დაწესება მას აუცილებლად "დინამო თბილისის" ექიმი და ეროვნული ნაკრების სამედიცინო შტაბის წევრი დავით ხარაბაძე მიიღებდა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი TSFF.GE-ს არჩევანი მასზე შეჩერდებოდა.