
ბულგარეთში მიმდინარე კადეტთა ტურნირზე, ქართველმა ხმლით მოფარიკავე გიორგი ურუშაძემ ოქროს მედალი მოიგო.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოფიაში კადეტთა სერიის ტურნირზე გიორგიმ ჯგუფურ ეტაპზე 6-დან 6 მოგებული ბრძოლის შემდეგ, უპირატესობით T256 გამოტოვა და T128-ში შევიდა. ამის შემდეგ კი, კიდევ 5 ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა და ნახევარფინალურ ეტაპზე გადაინაცვლა, სადაც თურქი მოწინააღმდეგე 15-10 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ფინალურ ეტაპზე, გიორგი ურუშაძის მეტოქე გერმანელ სპორტსმენი, იყო, რომელიც ჩვენიანმა 15-12 დაამარცხა და ოქროს მედალი დაისაკუთრა.
აღსანიშნავია, რომ კაცთა კატეგორიაში 210 სპორტსმენი მონაწილეობდა და გიორგი ურუშაძემ სწორედ ამ რაოდენობის ათლეტებს შორის მოახერხა ტიტულის მოპოვება.
კადეტთა ციკლის ტურნირის მეორე დღეს, 16 ნოემბერს საქართველოს ხმლით მოფარიკავე კაცთა გუნდი იასპარეზებს. ამავე დღეს ინდივიდუალურ ბრძოლებში ქალები ჩაერთვებიან.
ფოტო: ფარიკაობის ფედერაცია





ჩვენ







