
უეფა-ს ევროპა ლიგაზე და ევროპის კონფენერს ლიგაზე დღეს ქართველების გუნდებმა იასპარეზეს.
მსაჯის მიერ მატჩისთვის დამატებით დროში დანიშნული საჯარიმოს „მსხვერპლი" გახდა ირაკლი აზაროვის „შახტარი", რომელმაც საშინაო მატჩი პოლონეთში, კრაკოვში, Henryk Reyman's Stadium-ზე ვარშავას „ლეგიას" წინააღმდეგ გამართა. ქართველის გუნდი განსაკუთრებით მეორე ტაიმში გამოიყურებოდა კარგად, უფრო მეტი მომენტიც შექმნა. ანგარიში კი, პირველ ტაიმში, ვარშაველებმა მე-16 წუთზე, რაფალ აუგუსტიანიკის გოლით გახსნეს, რომლის დუბლმაც საბოლოოდ სტუმრებს მოუტანა გამარჯვება. „შახტარმა" კი, 61-ე წუთზე, ლუკა მეირელეშის გოლით გაათანაბრეს. საბოლოოდ, „შახტარმა" 1-2 წააგო. რაც შეხება აზაროვს, ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, შეუცვლელად ითამაშა და უკრაინულ გუნდში საუკეთესო იყო. „შახტარი" საერთო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
„ალკმაარმა", მინიმალური ანგარიშით 1-0 ბრატისლავას „სლოვანი" დაამარცხა. გურამ კაშიამ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, შეუცვლელად ითამაშა და გუნდის კაპიტნის ამპლუაც მოირგო. სატურნირო ცხრილში, 2 ტურის შემდეგ, ქართველის გუნდი, მხოლოდ 31-ე ადგილზეა.
ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში, ანრი მექვაბიშვილმაც, რომლის „უნივერსიტატია კრაიოვამაც" სომხურ „ნოაჰის" უმასპინძლა, რომელის მატჩის 22-კაციან განაცხადშიც მხოლოდ, 6 სომეხი ფეხბურთელი იყო, აქედან სასტარტო შემადგენლობაში ერთი. ანგარიში, რუმინულმა გუნდმა, 38-ე წუთზე ქართველის გადაცემის შემდეგ გახსნა, გოლი კი, მანდი ეტიმიმ გაიტანა. ქართველი 61-ე წუთზე შეცვალეს, მისმა გუნდმა, რომელიც დღევანდელი სათამაშო დღის შემდეგ, 28-ე ადგილზეა, ეს შეხვედრა ფრედ, 1-1 ითამაშა.
„ლოზანას" სასტარტო შემადგენლობაში იყო გაბრიელ სიგუაც, რომელმაც შეგახსენებთ, ტრავმის გამო, ოქტომბრის სანაკრებო ფანჯრის დროს საქართველოს 21-წლამდე ნაკრების დახმარება ვერ მოახერხა. „ჰამრუნთან" გასვლით შეხვედრაში კი, ანგარიში 38-ე წუთზე გაიხსნა, გოლი, დიკიტემ გაიტანა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი მეორე ტაიმში შეცვალეს, მისმა გუნდმა კი, 0-1 მოიგო და ახლა ცრილში მე-4 საფეხურს იკავებს.
უეფა-ს ევროპა ლიგაზე, გოლის გატანის მცდელობა „კიტესაც" ჰქონდა, „სელტიკთან" შეხვედრისას 30-ე წუთზე, როდესაც მისი დარტყმული ძელს მოხვდა. ქართული ნაკრებისა და ავსტრიული გრაცის „შტურმის" ერთ-ერთი შეუცვლელი მოთამაშე ოთარ კიტეიშვილი, ტრადიციულად, საუკეთესო იყო ავსტრიულ კლუბში. სხვათა შორის, გრაცელთა გოლი, რომელიც ტორპედოსებური ჭურვივით გაისროლა ტომი ჰორვატიმ, მე-15 წუთზე გავიდა. მეორე ტაიმში 2-წუთიან მონაკვეთში, მასპინძლებმა თამაში შემოატრიალეს. ამას ავსტრიული გუნდიდან გაძევებული ფეხბურთელიც დაემატა და „კიტე" კი, 78-ე წუთზე შეცვალეს. საბოლოოდ, „შტურმა" 2-1 წააგო და ახლა, სატურნირო ცხრილში, 27-ე ადგილზეა.
უეფა-ს ევროპა ლიგაზე ითამაშა დღეს საქართველოს ნაკრების მეკარი, ლუკა გუგეშაშვილის ბერძნულმა „პაოკმაც" და გასვლაზე „ლილი" დაამარცხა 3-4. თუმცა, ქართველი გათამაშების განაცხადში არაა და შესაბამისად, ვერც ითამაშებდა.





ჩვენ








