ქართული გუნდების ბოლო იმედი ევროტურნირებზე
ქართული გუნდების ბოლო იმედი ევროტურნირებზე
01.09.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 19-წლამდე ოქროს ლიგის მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი", სექტემბერში, უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე იწყებს ასპარეზობას. ქართული გუნდი, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს და ორ-რაუნდიან დაპირისპირებაში, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასასვლელის საგზურისთვის, ბოსნია და ჰერცეგოვინას ასაკობრივ ჩემპიონს, "ჟრინსკის" დაუპირისპირდება.


თამაშების ზუსტი დრო და სტადიონები, 5 სექტემბრამდე დადგინდება, მოგეხსენებათ, საერთო ჯამში, უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის ძირითად ტურნირში მოსახვედრად დარჩენილი 32 საგზურისთვის 50 კლუბი და მათ შორის „დინამო თბილისი" იბრძოლებს.


წილისყრამ, რომელიც ნიონში გაიმართა და პირველი საკვალიფიკაციოს გარდა, განსაზღვრა ქართული კლუბის პოტენციური მეტოქეები მეორე და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ამასთან ქართულ კლუბს, საპასუხო შეხვედრების ჩატარება სახლში უწევს, რაც ალბათ, დამატებითი პლუსია.


იმ შემთხვევაში, თუ დუჩი გელაშვილის (სწორედ ის არის 19-წლამდე დინამოელთა მთავარი მწვრთნელი) გუნდი, ბოსნიური ბარიერის (პირველი მატჩი 17 სექტემბერს გასვლაზე, საპასუხო  კი, თბილისი 1 ოქტომბერს), მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, კვიპროსის „ლარნაკას" დაუპირისპირდება. იქ წარმატების შემთხვევაში კი, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდის მეტოქე, ბულგარული „ლუდოგორეცი" იქნება.


ერთი საინტერსო დეტალი - 2024-2025 წლების სეზონზე, თბილისელთა 19-წლამდე უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე იასპარეზა და ორი შეხვედრის ჯამში, მიღებული და გაშვებული გოლების ხარჯზე დამარცხდა. მაშინ, საპასუხო შეხვედრა ქართულ გუნდს გასვლაზე, პოტგორიცაში ჰქონდა. სტადიონის შესასვლელთან, დინამოელთა ავტობუსს, რამდენიმე შავებში ჩაცმული კაცი, აშკარად 19-წელთან შედარებით, ბევრად უფროსი შემოეგება და უხამსი ჟესტიკულაციით შეაცილა გუნდი სათამაშო არენაზე. წინა სამატჩო მოთელვამ, მშვიდ გარემოში ჩაიარა და გუნდებიც გასახდელში შევიდნენ. თამაშის მასპინძელი სტადიონის კარებიც, მასპინძლებმა მაშინ გახსნეს და ფანების სექტორიც უცბად გადაშავდა. ის, იყო, ფეხბურთელებმა გვირაბიდან ამოსვლა დაიწყეს, რომ ამ ფან-სექტორში რამდენიმე ათეულმა ულტრამ, ერთად იქუხა ყველა ულტრასული წესის შესაბამისად... ქართულმა გუნდმა, რომელსაც კარში გამოუცდელი მეკარე ედგა, პირველი გოლი საწყის წუთებზე გაუშვა და შემდეგ ბურთიც დაუმალა მოწინააღმდეგეს, ვიდრე კაცმა არ იცის, რის გამო, ფეხბურთელი გაგვიგდეს, მეორე ტაიმის მიწურულს, სადაც ქართულ გუნდს ჯერ კიდევ ჰქონდა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი და ბურთსაც აკონტროლებდა. აქვე დავძენ, რომ VAR-ი აღნიშნულ ტურნირზე არაა. მოკლედ, ასეა თუ ისე, თამაში წავაგეთ... მატჩის შემდეგ, „დინამო თბილისის" 19-წლამდე გუნდის ფეხბურთელები, არ მალავდნენ, რომ ეს თამაში მათ, შესაძლოა, მსაჯზე უფრო გულშემატკივარმა (ულტრების ტრიბუნა) მოიგო, რომელიც 90-ი წუთის მანძილზე, არ გაჩერებულა. დინამო თბილსის აკადემიის ოპერისეულ სიჩუმეში „გამოზრდილი" გუნდისთვის კი, საწყენად არა, სრული ფსიქოლოგიური შოკი იყო. 



კიდევ ერთი საინტერესო გარემოება, მოწინააღმდეგე, გუნდში გადაზრდილი და სხვა გუნდებიდან დამატებული ფეხბურთელები იყო, რაც სამწუხაროდ, ქართულმა კლუბმა, რომელიც თავის მხრივ მგსავს ხრიკს არასდროს იკადრებდა, შესაბამისად, გვიან აღმოაჩინა.


და ბოლოს, იმედს, ვიტოვებ, რომ ჩვენს მიერ მოყვანილი მაგალითები, არც გუნდს ეწყინება, არც ამ გუნდის ქომაგს და ზოგადად, ყველას დაგვაფიქრებს. მით უმეტეს, რომ საკლუბო ფეხბურთის ხარისხი ამ ბოლო წლებში, სულ უფრო გვტკივა.  განსაკუთრებით ამ ასაკში, თამაშს, მხოლოდ გუნდი არ იგებს, თუმცა, თუმცა არის სხვა მრავალი ფაქტორიც და ალბათ, უმთავრესი მაინც ისაა, რომ თუ კარში არ დაარტყი და არ გაიტანე, მაშინ ხომ უფრო წააგებ და წააგებ.