7-7 მედალი 20 წლამდეთა ევროპის ჩემპიონატიდან
7-7 მედალი 20 წლამდეთა ევროპის ჩემპიონატიდან
06.07.2025
ავტორი: TSFF.Ge

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრებმა იტალიაში დასრულებულ 20-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს, 1 ვერცხლისა, 3 ბრინჯაოს მედალი მოიგო.


ჩემპიონები დავით ჭეჭელაშვილი (79 კგ), დაჩი პაპინაშვილი (86 კგ) და კონსტანტინე პეტრიაშვილი (97კგ) გახდნენ.


ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ნიკა ზანგალაძემ (57 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლებს საბა ღამბაშიძე (61 კგ) გოგა ოთინაშვილი (70 კგ) და ალექსანდრე აბრამიშვილი (125 კგ) დაეუფლნენ.


აღსანიშნავია, რომ საერთო გუნდურ ჩათვლაში ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა, 164 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს, მეორე ადგილზე აზერბაიჯანი 133 ქულით, ხოლო მესამეზე, უკრაინის გუნდი გავიდა 81 ქულით.


თავისუფლებამდე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმაც აღნიშნულ ტურნირზე ასპარეზობა შვიდი მედლითა და გუნდურ ჩათვლაში დაკავებული პირველი ადგილით  დაასრულა. კლასიკებიდან ევროპის ჩემპიონობა  ალექსანდრე რუსიტაშვილმა (72 კგ), ანრი ფუტკარაძემ (77 კგ) და ლუკა კოჩალიძემ (87 კგ) იზეიმეს. კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედლები კობა ქარუმიძემ (55 კგ), ვახტანგ ლოლუამ (60 კგ), ანრი ხოზრევანიძემ (67 კგ) და საბა ფურცელაძემ (130 კგ) მოიპოვეს.