
საქართველოს ნომერმა პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაძაბული ბრძოლის შემდეგ, უიმბლდონზე გამოსვლა მეორე წრეში დაასრულა. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ქართველმა, უღიმღამოდ ჩატარებული პირველი ორის სეტის შემდეგ, იტალიელ ლორენცო სონეგოსთან, „კბილები" გამოაჩინა, თუმცა, მეოთხე სეტის ბოლოს აშკარად დაემჩნა დაღლა, რომელიც დღევანდელ შეხვედრამდე მოსასვლელად გავლილი გრძელი გზის გამოძახილი უფრო იყო. ბასილაშვილმა უიმბლდონის ძირითად ბადეში მოსახვედრად, შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის სამი წრე გაიარა, ხოლო პირველ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ნომერი, იტალიელი ლორენცო მუზეტი ოთხ სეტში დაამარცხა.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, საინტერესოა რომ ბასილაშვილმა, რომელმაც პირველ ორ სეტში საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვა და პირველი გეიმი, მხოლოდ, შეხვედრის დაწყებიდან მე-17 წუთზე მოიგო, მაშინ, როდესაც სონეგოს უკვე 3-0 მიჰყავდა ანგარიში.
ნიკომ, პირველი სეტი 6-1, მეორე 6-3 წააგო. თუმცა, ამის შემდეგ, კორტზე, აშკარად სხვა „ბასილა" დაბრუნდა, ენერგიული, გაწონასწორებული და ყველა ბურთზე მებრძოლი. საბოლოოდ, ქართველმა მესამე სეტი ტაიბრეიქზე მოიგო 6(3)-7. დაძაბული და მესამე სეტის მსგავსი გამოდგა მეოთხეც, რომლის მოგება ქართველსაც შეეძლო, თუმცა, მორიგ ტაიბრეიქზე, რომელსაც 3-4-ს იგებდა, ბასილაშვილმა თავის ორი ჩაწოდება წააგო საბოლოოდ, 7-6(4).