
ალექსანდრე ფევაძემ საუკეთესო ფორვარდის, ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა საუკეთესო უკანახაზელის პრიზები ჩაიბარეს, ბუმ კი, თასი, რომლის მე-20 გათამაშების გამარჯვებულს გადაეცა და გიორგი ცინცაძემ, ის გუნდთან, თსუ-სთან ერთად ასწია.
ქართული საკალათბურთო ლეგენდების ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის ტურნირის ფინალი, რომ საინტერესო იქნებოდა, ამაზე ტურნირის ბოლო თამაშის აფიშაც მეტყველებდა. თსუ და „ქუთაისი 2010", რეალურად ის ორი საკალათბურთო კლუბია საქართველოში, რომლებიც ბოლო წლებია, აშკარა დომინანტები არიან ქართულ საკალათბურთო რეალობაში და ამას გარდა, ორივე გუნდში თამაშობენ ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მოქმედი და პოტენციური მოთამაშეები.
თუკი, თსუ-ელთა შორის საბოლოოდ, ყველამ ვინც ამ კონკრეტულ შეხვედრას უყურა და ბოლოს ოქმშიც ჩაიხედა ალექსანდრე ფევაძე გამოარჩია, კოტე ტუღუშის გაწვრთნილ გუნდში, გიორგი კორსტანტია გამოირჩეოდა. თუმცა, როდესაც მთლიანად თამაშზე ვლაპარაკობთ, ოვერ-ტაიმში, რომლის ოსტატებადაც მიმდინარე სეზონში ქუთაისელები მოგვევლინენ და დღესაც, შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 7 წამით ადრე, იმერული კლუბის ლეგიონერმა ჯოინერმა მოახერხა თამაშის დამატებით დროში გადაყვანა, საუკეთესო ნიკოლოზ გაფრინდაშილი იყო. ნიკამ ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო და რეალურად, თამაში ფსიქოლოგიურად თბილისელთა სასარგებლოდ გარდატეხა.
პერიოდების მიხედვით თუ კიდევ ერთხელ გადავხედავთ თამაშის მიმდინარეობას, მატჩის დაძაბულობას მეოთხედებში დაფიქსირებული ანგარიშებითაც მივხვდებით. თსუ-ელებამ პირველი (23-21), და მესამე (20-17) მეოთხედები მოიგეს, მეორე მეოთხედი (23-28) მოიგო „ქუთაისი 2010"-მა, ბოლო მეოთხედის წინ, ანგარიში 66-66 იყო, მატჩის დასრულებამდე 17 წამით ადრე თსუ, 4 ქულით, 85-81-ს იგებდა. აქ, კოტე ტუღუშმა წუთშესვენება აიღო და ჩვენ, კიდევ ერთხელ ვნახეთ ის, რასაც იმერული კლუბი, ფიბა-ს საკლუბო ტურნირზე აკეთებდა. 17 წამში ქუთაისელებმა მოახერხეს 4 ქულის აღება, მონაკვეთი (19-19) და მატჩის ძირითადი დრო კი ფრედ, 85-85 დასრულდა. დამატებული ხუთ წუთიანი მონაკვეთიც საკმაოდ არაპროგნოზირებადი იყო და რეალურად თამაშის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. თსუ-მ 7-ით მეტი ქულა აიღო, ოვერ-ტაიმში 17-10, ხოლო შეხვედრა 102-95 (მატჩის სრული სტატისტიკა) მოიგო.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მატჩში, ყველაზე შედეგიანი ალექსანდრე ფევაძე იყო 35 ქულით. ქუთაისელთაგან ყველაზე მეტი, 26 ქულა კი, გიორგი კორსანტიამ დააგროვა.
კალათბურთის ფედერაციის ფოტო