დღეს საქართველოს 19-წლამდე ქალთა ნაკრებმა, უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის B3 ჯგუფის ბოლო შეხვედრა გამართა ლიეტუვას წინააღმდეგ და დიდი ანგარიშით, 4-0 გაიმარჯვა. ვიდრე უშუალოდ საფეხბურთო მატჩს შევეხებით, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯგუფის თამაშებს ბოსნია და ჰერცეგოვინამ უმასპინძლა. გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ აღნიშნული შეხვედრის ცქერა მოვახერხე, გამიჭირდება ლაპარაკი, თუ როგორი იყო მინდვრის საფარი ნოვი გრადსკის სტადიონზე, რომელზეც ჩვენმა გოგონებმა ორი შეხვედრა გამართეს, პირველში მასპინძელი ბოსნია და ჰერცეგოვინას გუნდს მოიგეს, მეორეში კი უელსთან დამარცხდნენ, მაგრამ Stadium Etno Selo Stanišići-ის საფეხბურთო მოედანის საფარი, რომელზეც ლიეტუვამ სამივე შეხვედრა ითამაშა, გადახნულ ყანას უფრო გავდა. შესაძლოა, ჩემი პირადი აზრია, მაგრამ როდესაც საქართველო, რომელიმე ტურნირს, ან ამხანაგური შეხვედრას ჩვენს ქვეყანაში ატარებს, ასაკობრივი ნაკრების იქნება ეს თუ არა, ფეხბურთელებს უეფა-ს სტანდარტების შესაბამის მინდვრებს სთავაზობს, მათ შორის ბავშვთა ტურნირებზეც.
ახლა უშუალოდ თამაშს დავუბრუნდეთ. ლალე დავითაშვილის გაწვრთნილ გუნდს, განსხვავებით ქართველთა გუნდის დღევანდელი მეტოქისგან, მინდვრის საფართა შეგუება არ სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, თავს უფრო კომფორტულად გრძნობდნენ და 31 წუთზე 11-მეტრიანით ანგარიშიც გახსნეს. გოლების ათვლა ლიზი კანკიამ დაიწყო. ძალიან მალე, 4 წუთში, ჩვენები 10-ნი დარჩნენ, თურქმა მსაჯმა, ლოლიტა კალოიანი გააძევა. მიუხედავად სიმცირისა, ჩვენი გოგონები შეტევას აგრძელებდნენ. ერთ მომენტში, ზედ კარის ხაზთან ბურთი მინდვრის საფარმა გააჩერა და ლიეტუველთა მეკარემაც, ბოლოს და ბოლოს მოახერხა მისი დაუფლება. კიდევ ერთი გოლის გატანის შესაძლებლობა ჰქონდა ნინო ბუხრიკიძე. თუმცა, 43-ე წუთზე სოფიო ხელაშვილმა მაინც მოახერხა გოლის გატანა. უმცირესობაში მყოფი საქართველოს ნაკრები 2-0 დაწინაურდა. მსაჯმა შეხვედრას 3 წუთი დაუმატა, თუმცა, ეს მონაკვეთი ცოტა უფრო გაგრძელდა და ქართველთა კიდევ ერთი გოლით დასრულდა. ნინო ბუხრიკიძემ 11-მეტრიანი გაიტანა.
საქართველოს 19-წლამდე ქალთა ნაკრებმა პირველი ტაიმი კი, 3-0 მოიგო, მაგრამ წინ მთელი 45 წუთი იყო და ჩვენ ისევ ათნი ვიყავით, შესაბამისად დაღლითაც უფრო ჩვენ უნდა დავღლილიყავით, ალბათ, აქედან გამომდინარე, დაცვაში „ჩაჯდომაც" ბევრი გუნდისთვის უფრო მისაღები და ხელსაყრელი იქნებოდა, მაგრამ ქართველმა გოგონებმა სხვა ტაქტიკა აირჩეს - მოკლე პასები, აზრიანად გამოყენებული ფლანგები, ბრძოლა ყველა გოჯზე, მაშინაც კი თუ ბურთი იკარგებოდა, ჩვენები მის დაბრუნებას მალევე ახერხებდნენ და რაც მთავარია, არ ერიდებოდნენ კარში დარტყმას ნებისმიერი ვითარებიდან. ვინ იცის, მინდვრის საფარს, რომ ხელი შეეწყო, იქნებ, შედეგიც უფრო სოლიდური ყოფილიყო. სხვათა შორის, მეორე ტაიმს მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში კვლავ 3-0 იყო, მსაჯმა 5 წუთი დაამატა. ამ ხუთ წუთში, ნინო ბუხრიკიძის დარტყმული ხარიხამ მოიგერია, კომპენსირებული დროის მე-2 წუთს. თუმცა, კიდევ ერთ წუთში, ქართველთ გააზრებული კომბინაცია, ბუხრიკიძემ მაინც დაასრულა გოლით და დუბლიც გაიფორმა.
ჩვენმა გუნდმა ჯგუფში, მეორე შეხვედრა მოიგო და 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. ჯგუფი მოიგო და ერთი დივიზიონით დაწინაურდა უელსის ნაკრები. დებულების თანახმად, ჯგუფების პირველადგილოსნები, ავტომატურად მომავალი გათამაშებიდან A დივიზიონში იასპარეზებენ. დაწინაურება საუკეთესო მეორე ადგილოსან გუნდსაც შეუძლიათ. 17-წლამდების მსგავსად, მოახერხებს თუ არა, საქართველოს 19-წლამდე ქალთა ნაკრები ერთი ლიგით დაწინაურებას, როგორც საუკეთესო მეორე ადგილის მქონე გუნდი, ეს 3 დეკემბრის ბოლოს გახდება ცნობილი. ასე, რომ თითები გადავაჯვარედინოთ და ხვალინდელი დღის თამაშების დასრულებას დაველოდოთ.