მე-6 ტურის სიმბოლურ ხუთეულში სუპერლიგის დებიუტანტი მოხვდა
მე-6 ტურის სიმბოლურ ხუთეულში სუპერლიგის დებიუტანტი მოხვდა
02.12.2024
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

დასრულდა სუპერლიგის მე-6 ტური და დაკომპლექტდა სიმბოლური ხუთეული და საუკეთესო მოთამაშეც გამოვლინდა. პოზიციების მიხედვით, მე-6 ტურის 5 მატჩის გათვალისწინებით, საუკეთესო ხუთეულში შევიდნენ: ტროი საიმონსი, ჯერმეინ ჰედი (ორივე ვსა), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), მალიკ მარტინი (მარგვეთი) და ბექა ბექაური (ქუთაისი).

ყურადსაღებია, რომ ხუთეულში ვსა-ს 2 მოთამაშე შევიდა, რომელთაგან ერთმა, ტროი საიმონსმა სუპერლიგაში პირველად ითამაშა. სადებიუტო მატჩში საიმონსს 22 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა. მან 5 სამქულიანი ჩააგდო სროლის 62-პროცენტიანი სიზუსტით, ხოლო ორიანები 60-პროცენტიანით. ტრადიციულად შედეგიანი იყო ჯერმეინ ჰედი და ვსა-ს არ გასჭირვებია გურჯაანის დელტას დამარცხება.


ცენტრის პოზიციაზე ხუთეულში ბექა ბექაური შევიდა, რომლის ქუთაისმაც ზესტაფონში, მარგვეთთან წააგო. მარგვეთიდან კი თავი მალიკ მარტინმა გამოიჩინა, რომლის სიმბოლურში მოხვედრა არახალია. დაბოლოს, ალექსანდრე ფევაძე, რომელიც მე-6 ტურის ყველაზე შედელიანი მოთამაშეა და ცხადია, MVP-ის ტიტულიც მას ერგო. მისი სტატისტიკა მართლაც შთამბეჭდავია: 27 ქულა, 18 მოხსნა, 6 პასი.