ზაგრების გრან პრი და დებიუტანტის ერთი ნაბიჯი მედლამდე
ზაგრების გრან პრი და დებიუტანტის ერთი ნაბიჯი მედლამდე
14.09.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ზაგრებში, IJF-ის მსოფლიო ტურის 2024 წლის შემოდგომის ციკლის პირველი შეჯიბრის მეორე საასპარეზო დღე იყო. ზაგრების გრა პრის მედლების მოსაგებად, ქართველთაგან ორი ჯუდოკა ასპარეზობდა. მათგან ერთს, -73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბაჩანა ბოლქვაძე, ბრინჯაოს მედლის მოგებაც შეეძლო. თუმცა, ტურნირის დებიუტანტმა, პირველ ჯერზევე, გრან პრის მედლის მოგება ვერ შეძლო. ქართველმა ასპარეზობა  მეორე წრიდან დაიწყო და გაშვებული ვაზარის შემდეგ, ჯერ გაუთანაბრა უნგრელი ჯუდოკას, შემდეგ კი იპონით გაიმარჯვა. ბოლქვაძემ, იპონით იმარჯვა 1/8 ფინალშიც, სადაც ბოლო წამზე მოახერხა ესპანელი მეტოქის დამარცხება. ბადის მოსაგებად კი ბელგიის სახელით მოასპარეზე ზელიმხან ბაჩაევს მოუგო და 1/2 ფინალში გავიდა. აქ, ქართველოს მოწინააღმდეგე იტალიელი ჯოვანი ესპოზიტო იყო, რომელთანაც ჩვენებური, ჰანსუკო მაკეთი დამარცხდა და ბრინჯაოს მედლის გზას დაადგა. ბრინჯაოს ფინალში, ქართველი ტურნირის მასპინძელ ხორვატ ხორვატ კლაჩარს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, დამარცხდა.


კიდევ ერთმა ქართველმა ჯუდოკამ, კოტე კაპანაძემ ძალები -81 კგ წონით კატეგორიაში სცადა. პირველ წრეში კაპანაძემ კორეელი მეტოქე დაამარცხა, თუმცა, მომდევნო დაპირისპირებაში ბრაზილიელ ფალკაოსთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.


ხვალ, ზაგრების გრან პრიზე ქართული გუნდის ღირსებას სამი ჯუდოკა დაიცავს. აქვე გეტყვით, რომ ხვალინდელ დღეს, ჩვენები ორ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ, რომელთაგან ერთი წონა გაორმაგებული გვაქვს.


ფოტო: © IJF