ვიტალი დარასელიას ტურნირის მონაწილე გუნდები ცნობილია
ვიტალი დარასელიას ტურნირის მონაწილე გუნდები ცნობილია
01.08.2024
ავტორი: TSFF.Ge

23-დან 28 აგვისტოს ჩათვლის საქართველოში ლეგენდარული ვიტალი დარასელიას ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ახალი ფორმატით, ახალი ლოკაციებითა და სხვა საინტერესო სიახლეებით ბრუნდება.

ტურნირი 2024 წლიდან 16-წლამდე ფეხბურთელებს შორის ტარდება და მასში 6 გუნდი და მათ შორის ორი ქართული მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ორ ჯგუფში იქნებიან გადანაწილებულნი. A ჯგუფში მოხვდნენ „დინამო თბილისი", ტურინის „იუვენტისი" (იტალია), და ინგლისური „უოტფორდი"  B ჯგუფში ესპანური „ვალენსია", თურქული „გალათასარაი" და თბილისის „ლოკომოტივი".


განსხვავებით ტრადიციული ტურნირის წინა გათამაშებებიდან, 2024 წელს, ყველა თამაში ბუნებრივ საფარიან მოედნებზე, თბილისში, ილია კოკაიას თბილისის ზღვის ბაზაზე და საგურამოში, სკ „ლოკომოტივის" ბაზაზე გაიმართება.


შეგახსენებთ, რომ ვიტალი დარასელიას თასი წელს პირველად ახალი ფორმატით და „დინამო თბილისთან" ერთად, ახალ ორგანიზატორთან Sports Orient-თან ერთად ტარდება.