ქართული გუნდები ევროტურნირებს იწყებენ...
ქართული გუნდები ევროტურნირებს იწყებენ...
10.07.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეიდან ქართული საკლუბო ფეხბურთი უეფა-ს 2024-25 წლების საფეხბურთო ტურნირებზე იწყებს ასპარეზობას. ბათუმის „დინამო" უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის, „დინამო თბილისი", „ტორპედო" და „იბერია 1999" კი, უეფა-ს კონფერენს ლიგის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპებიდან დაიწყებენ ასპარეზობას. ამ ოთხი კლუბიდან, ერთი, „იბერია 1999" ასპარეზობას, კლუბის წარმომადგენლების განმარტებით, საკლუბო რეიტინგიდან გამომდინარე მეორე ეტაპიდან დაიწყებენ. თუმცა, უეფა-ს საკლუბო რეიტინგში და კოეფიციენტით, ქართულ გუნდებს შორის კვლავინდებურად „დინამო თბილისი" 8000 ქულით ლიდერობს, მომდევნო არის ბათუმის „დინამო" - 5500 ქულით და თბილისის „იბერია 1999", მხოლოდ მესამეა 4500 ქულით და შესაბამისად საერთო საკლუბო რეიტინგშიც 117 ადგილი აშორებს თანაქალაქელ „დინამოსთან", ბათუმელებთან კი, 30 ადგილი.  ეს, ისე, უბრალოდ რომ მაინც ფართო საზოგადოებისთვის, ვისაც უეფა-ს საკლუბო რეიტინგების „ქექვა" ეზარება, ცნობილი რომ იყოს.

 

 

ასეა თუ ისე, დღეს, უეფა-ს საკლუბო ტურნირები ახალი ფორმატით ერთ-ერთ ქართულ კლუბს ლოტოტრონით, მაინც გაუმართლა და ასპარეზობას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს. მანამდე კი, დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე ბულგარულ რაზგრადში, ადგილობრივი „ლუდოგორეცი", უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოს" უმასპინძლებს.


ხვალ, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, უეფა-ს ევროპა კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს ასპარეზობას ქუთაისის „ტორპედო", რომელიც თბილისის დროით 21:00 საათზე ალბანურ „ტირანას" უმასპინძლებს.


ხვალვე, 11 ივლისს, 22:45 საათიდან დაიწყება ამავე ტურნირის კიდევ ერთი შეხვედრა, ქართული გუნდის მონაწილეობით. ძირითადად, „დინამო თბილისის აკადემიის" ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი (რომელსაც არ ეყოლება ვასილ გორდეზიანი და თორნიკე ოქრიაშვილი), „მორნარის" წინააღმდეგ ითამაშებს.