ვის ელოდება დაუმარცხებელი ესპანეთი?
ვის ელოდება დაუმარცხებელი ესპანეთი?
10.07.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ესპანეთის ეროვნული ნაკრები, რომელიც აშკარად ყველაზე გამორჩეული, ცოტა იღბლიანიც კი არის გერმანიაში მიმდინარე ევრო 2024-ზე ფინალის სათამაშოდ, მეტოქეს ელოდება. განსხვავებით პირველი ნახევარფინალური წყვილისგან, ესპანეთსა და საფრანგეთს ვგულისხმობთ, მეორე ნახევარფინალური წყვილის ურთიერთ დაპირისპირებები ცოტა უფრო მოკრძალებული რაოდენობისაა. გუნდები, ოფიციალურ და ამხანაგურ შეხვედრებში საერთო ჯამში 22-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, 9 მატჩი ფრედ დასრულდა, 7-ში ნიდერლანდებმა იზეიმეს გამარჯვება, 6 კი, ინგლისმა მოიგო.


Netherlands 3 - 1 England / Jun 6, 2019 • UEFA Nations League

Netherlands 0 - 1 England / Mar 23, 2018 • Friendly Matches

England 1 - 2 Netherlands / Mar 29, 2016 • Friendly Matches

England 2 - 3 Netherlands / Feb 29, 2012 • Friendly Matches

Netherlands 2 - 2 England / Aug 12, 2009 • Friendly Matches

Netherlands 1 - 1 England / Nov 15, 2006 • Friendly Matches

England 0 - 0 Netherlands / Feb 9, 2005 • Friendly Matches

Netherlands 1 - 1 England / Feb 13, 2002 • Friendly Matches

England 0 - 2 Netherlands / Aug 15, 2001 • Friendly Matches

Netherlands 1 - 4 England / Jun 18, 1996 • UEFA EURO

Netherlands 2 - 0 England / Oct 13, 1993 • European Qualifiers

England 2 - 2 Netherlands / Apr 28, 1993 • European Qualifiers

England 0 - 0 Netherlands / Jun 16, 1990 • FIFA World Cup

England 1 - 3 Netherlands / Jun 15, 1988 • UEFA EURO

England 2 - 2 Netherlands / Mar 23, 1988 • Friendly Matches

England 2 - 0 Netherlands / May 25, 1982 • Friendly Matches

England 0 - 2 Netherlands / Feb 9, 1977 • Friendly Matches

England 0 - 0 Netherlands / Jan 14, 1970 • Friendly Matches

Netherlands 0 - 1 England / Nov 5, 1969 • Friendly Matches

Netherlands 1 - 1 England / Dec 9, 1964 • Friendly Matches

England 8 - 2 Netherlands / Nov 27, 1946 • Friendly Matches

Netherlands 0 - 1 England / May 18, 1935 • Friendly Matches



საინტერესო დეტალი, გუნდები პირველად ერთმანეთს ამხანაგურ მატჩში, 1935 წლის 18 მაისს შეხვდნენ. თამაში ამსტერდამში ჩატარდა და ინგლისელთა გამარჯვებით, 0-1 დასრულდა. სხვათა შორის, ნიდერლანდებმა, მხოლოდ მე-6 ურთიერთდაპირისპირებაში მოახერხეს ნავსის გატეხვა და გამარჯვება. ეს შეხვედრა კი, 1977 წლის 9 თებერვალს, ლონდონში, „უემბლიზე" ჩატარდა და იან პეტერსის დუბლის წყალობით, სტუმართა გამარჯვებით, 0-2 დასრულდა.


ბუნებრივია, დღევანდელ ნახევარფინალში ორივე გუნდი შეეცდება გამარჯვებას, ფინალში გასვლას და უკვე იქ,  ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოგებას. განსხვავებით ინგლისისაგან, რომელიც თუკი დღევანდელ ბარიერს დაძლევს, ზედიზედ მეორედ ითამაშებს ფინალში, ჰოლანდიელებთან, ცოტა სხვაგვარად არის საქმე. ნიდერლანდებმა ამის გაკეთება, რამდემჯერმე მოახერხეს და 1988 წელს,  ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიგეს. მაშინ ფინალში, სსრკ-ს ნაკრებს სძლიეს. თუმცა, ამ ევროპულ ტიტულამდე, 15 ივნისს ჯგუფური ეტაპის მატჩში, ვან ბასტენის ჰეთ-თრიქით, ინგლისი 1-3 დაამარცხეს.


რაც შეეხება ნახევარფინალებს, ევრო 2024-ზე ნიდერლანდები, ნაკრების ისტორიაში, მე-6 ნახევარფინალს, ინგლისელები კი, მხოლოდ მეოთხეს ითამაშებენ. ამ ეტაპზე მოსახვედრად, ინგლისელებს შვეიცარიის წინააღმდეგ 11-მეტრიანების სერია დასჭირდათ, ნიდერლანდებმა კი, მეორე ტაიმის ბოლო 20-წუთიან მონაკვეთში ჯერ ანგარიში გაათანაბრეს და კიდევ 6 წუთში ნახევარფინალში გამსვლელი გოლიც გაიტანეს.


და ბოლოს, როგორ იწყებდნენ გუნდები ევრო 2024-ს. ინგლისმა C ჯგუფი 5 ქულით მოიგო, დაამარცხა სერბეთი 1-0, ითამაშა ფრედ 1-1 დანიასთან და 0-0 სლოვენიასთან. ნიდერლანდებმა D ჯგუფში ჯგუფი მე-3 ადგილით და 4 ქულით დაასრულეს, რომელიც პირველ ორ თამაშში აიღეს, მას შემდეგ რაც დაამარცხეს პოლონეთი 2-1 და უგოლო ფრედ ითამაშეს საფრანგეთთან. ჯგუფის ბოლო შეხვედრაში კი, 3-2 დამარცხდნენ ავსტრიასთან.


გამომდინარე იქიდან, რომ ნიდერლანდებისთვის გერმანიაში გამართული ჩემპიონატები კარგად მოქმედებს, ალბათ, ბევრი ჯერ დღეს, ინგლისთან გამარჯვებას, შემდეგ კი, უკვე ფინალში დაუმარცხებელ ესპანეთზე გამარჯვებასაც მოელის.


ფოტო: @Christof Koepsel - UEFA/UEFA via Getty Images